"გუნდში ახალწვეულებიდან მხოლოდ დრეიერთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მან "რუბინი" ნამდვილად გააძლიერა. დანიელმა 12 მატჩში უკვე 7 გოლი გაიტანა, რაც ფლანგის ნახევარმცველისთვის კარგი სტატისტიკაა.
ჰაკშაბანოვიჩი ყაზანელთა შემტევ ხაზში ასეთი წარმატებებით ვერ დაიკვეხნის - 18 მატჩში მხოლოდ ერთი გოლი აქვს გატანილი. ეს ნაწილობრივ იმითაა განპირობებული, რომ მონტენეგროელის მშობლიური პოზიცია შეტევის მარცხენა ფლანგია, სადაც ხვიჩა კვარაცხელია უალტერნატივოა. მარჯვენა ფლანგსა და ნახევარდაცვის ცენტრში ჰაკშაბანოვიჩმა თავისი პოტენციალის გამოვლენა ჯერ ვერ მოახერხა."
სეად ჰაკსაბანოვიჩი
შეგახსენებთ, "რუბინი" 18 ტურის შემდეგ მხოლოდ მე-10 ადგილს იკავებს. რუსეთის პრემიერლიგა გაზაფხულზე განახლდება.
"კვარაცხელია შეუცვლელი აღარაა" - რუსები ხვიჩას, ბაკაევისა და დრაიერის როლებზე წერენ
მაშინ იგნატიევი ათამაშონ - რუსები კვარაცხელიას თამაშსა და შეცვლას ირონიულად ეხმაურებიან
ჰაკსაბანოვიცი 10ჯერ მეტ საქმეს აკეთებს ვიდრე დრეიერი.
მაგ დრეიერისგან შემთხვევით გატანილი (პენლებსაც ეგ ურტყავს, როცა დესპოტა არაა) გოლების გარდა არაფერი არ მინახია. იმენა უჩინამჩინია ტიპი მოედანზე )) ბაკაევიც კი ბევრად მირჩევნია მაგ დრეიერს.