ვერ გეტყვით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს, მაგრამ Матч ТВ "გენტის" ნახევარმცველ გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ მეტად საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს:
"როგორც Матч ТВ-სთვის გახდა ცნობილი, "ველესის" ნახევარმცველი არტურ გალოიანი შეიძლება ბელგიაში გადაბარგდეს. გალოიანმა, შესაძლოა, "გენტში" ქართველი გიორგი ჩაკვეტაძე შეცვალოს, რომელსაც ევროპის ტოპ-ლიგებიდან რამდენიმე კარგი შეთავაზება აქვს და დიდი ალბათობით, გუნდს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას დატოვებს.
ამჟამად რუსულ და ბელგიურ კლუბებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 22 წლის გალოიანით "როსტოვი", "ლოკომოტივი" და "უფა" არიან დინტერესებული".
გალოიანი რუსეთის FNL ლიგაში
(რანგით მეორე დივიზიონია) თამაშობს, მიმდინარე სეზონში ჩემპიონატის 22 მატჩში 8 გოლი გაიტანა, რუსეთის მოქალაქეა, მაგრამ სომხეთის ნაკრებში თამაშის სურვილი გამოთქვა.