eurofootballrumours.com-ი ირწმუნება, რომ „ვესტ ჰემი“ მზადაა „რუბინის“ გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია შეიძინოს.
გამოცემის ცნობით, ლონდონური გუნდი შეტევის ხაზში იანვარში კარგი ფეხბურთელებით გაძლიერებას საჭიროებს და ყურადღება კვარაცხელიას მიაპყრო, რომელიც თავისი ასაკის კვალობაზე ძალიან გამოცდილია, განვითარებისთვის ყველაფერი გააჩნია და მისით ბევრი ევროპული და მათ შორის ინგლისური კლუბია დაინტერესებული.
„ლონდონის „ვესტ ჰემის“ მენეჯერი ყურადღებით აკვირდებოდა ხვიჩას თამაშს და კლუბი ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავს, გუნდის გასაძლიერებლად კი ნაახალწლევს საჭირო თანხა ექნებათ. 20 წლის ქართველი „ვესტ ჰემის“ შეტევას მრავალფეროვნებას შესძენს და მზად არიან მოთხოვნილი 13 მილიონი ფუნტი
გადაიხადონ.
საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა, გამოცდილების შეძენასთან ერთად კიდევ უკეთესი ფეხბურთელი გახდება და ეს „ვესტ ჰემის“ კარგი ხანგრძლივვადიანი ინვესტიცია გახდება. მთლიანობაში კვარაცხელია დავიდ მოიესისთვის იდეალურია არჩევანი იქნება, რამეთუ ის მონაცემები აქვს, რასაც თავისი შემტევებისგან მოითხოვს“.