მიქაუტაძის უგოლო და "სერენის" დამარცხებათა სერია გრძელდება

AutoSharing Option
ბელგიის ჟუპილერ ლიგის 21-ე ტურში „სერენი“ გასვლაზე „მეხელენთან“ 0:2 დამარცხდა.

სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა გიორგი მიქაუტაძემ და ჩემპიონატზე ზედიზედ მეხუთე მატჩში ვერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. დღევანდელ მატჩში გიორგის „მეხელენის“ ფრანგი მცველი ტიბო პეირე პერსონალურად მეურვეობდა და მაქსიმალურად შეუზღუდა სამოქმედო სივრცე.

ქართველმა თავდამსხმელმა ბოლოს 27 ნოემბერს „სენტ-ტრუიდენს“ გაუტანა. აგრეთვე, 30 ნოემბერს თასზე „ანდერლეხტთან“ პენალტი გამოიყენა.

„სერენმა“ ზედიზედ მეხუთე მარცხი განიცადა, 19 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და 15 იანვარს ლიდერ „უნიონს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს საცოდავი კიდევ თამაშობს
rubini
28 დეკემბერი 2021 11:22
11
Sacodavi ratoa 21 wlis bichi
L.J .
28 დეკემბერი 2021 15:59
0
თამაშობს გიო იგებს სერენი ვერ გააქვს გიოს აგებს სერენი. გიოს გარდა ათი კაცია გუნდში რა ქნას მარტომ კვარაცხელიას არიყოს გუნდი თუარ გივარგა მარტომ ვერაფერს იზამ ფეხბურთში.
ტოტტი
28 დეკემბერი 2021 00:54
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული