"ჩაკვე" არ იქნება, ბელგიაში მიქაუტაძემ უნდა გაიტანოს - ქართველები ახალ წლამდე

AutoSharing Option
ქართველი ლეგიონერების დიდი ნაწილისათვის 2021 წელი საფეხბურთოდ უკვე დასრულდა, თუმცა დარჩენილ დღეებში რამდენიმე საინტერესო შეხვედრა გაიმართება, რომელთა თვალის დევნებაც წინასაახალწო სამზადისის პარალელურად შეგეძლებათ.

დატვირთული ლობჟანიძე

ყველაზე დატვირთული პერიოდი საბა ლობჟანიძეს აქვს - 25 დეკემბერს მისი "ჰათაისპორი" სუპერლიგის ეგიდით "გირესანსპორს" ესტუმრა და 1:0 დაამარცხა. მოულოსნელად, საბა სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და მოედანზე 66-ე წუთზე შევიდა, 90-ზე კი გააფრთხილეს.

3 დღის შემდეგ, 28 დეკემბერს, "ჰათაისპორი"" თურქეთის თასის 1/16-ფინალის მატჩში (16:00 სთ), "მენემენსპორს" უმასპინძლებს.

ლობჟანიძის გუნდი ჩემპიონატში 32 ქულით მე-4 ადგილს იკავებს, საბას
ანგარიშზე კი 4 გოლი და 6 შედეგიანი პასია.

Sportall.Ge

ქართველები ბელგიაში

ბელგიის ჩემპიონატში შესვენება ჯერ არ გამოცხადებულა. შესაბამისად, ახალ წლამდე თამაშის შესაძლებლობა 3 ქართველ ფეხბურთელს უნდა ჰქონოდა - გიორგი ჩაკვეტაძეს, გიორგი მიქაუტაძესა და ლევან შენგელიას, თუმცა..

"გენტის" ქართველ ფეხბურთელს ცუდი პერიოდი უდგას - ჩაკვეტაძე განაცხადში ისევ არაა. გიორგის შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება და გვჯერა, ამ რთულ პერიოდს გადალახავს. ქართველი ნახევარმცველის გუნდი 33 ქულით მე-5 ადგილზეა და 26 დეკემბერს (21:30 სთ) ლიდერ "როიალ უნიონს" ესტუმრება.

გიორგი მიქაუტაძესა და "სერენს" კი გამარჯვების გემო დაავიწყდათ და ამის შესაძლებლობა 27 დეკემბერს (21:45 სთ) ექნებათ - "მეჰელენს" ესტუმრებიან. მიმდინარე სეზონში, გიორგიმ მეტოქეთა კარი 7-ჯერ აიღო, რასაც საგოლე პასიც დაამატა.

Sportall.Ge

ამავე დღესა და დროს ლევან შენგელიას "ეუპენი" "შარლერუას" მისსავე "პაის დე შარლერუაზე" დაუპირისპირდება. ქართველმა ნახევარმცველმა 2 გოლის გატანა მოახერხა და ამდენივე საგოლე პასიც შეასრულა, თუმცა დიდი დრო ნამდვილად არ ეძლევა.

კვიპროსი, პორტუგალია და გადადება ავსტრალიაში

ავსტრალიაში ბექა მიქელთაძე მშვენიერ ფორმაშია, მისი "ნიუკასლ ჯეტსს" კი 2021 წელი "უონდერსსთან" საშინაო შეხვედრით უნდა დაესრულებინა, თუმცა შეხვედრა გადაიდო.

"ჯეტსს" 5 მატჩში ამდენივე ქულა აქვს, ქართველი ფორვარდი კი ჩემპიონატის ბომბარდირია - 4 გოლით და 1 შედეგიანი პასით.

თორნიკე ოქრიაშვილის, გიორგი ქვილითაიასა და მურთაზ დაუშვილის "აპოელს" "ომონიასთან" ძლიერი ნისლის გამო შეწყვეტილი მატჩის გაგრძელება მოუწევს. "აპოელს" 17 ქულა აქვს და მეტოქეს 3-ით ჩამორჩება. შეხვედრა 26 დეკემბერს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

ოქრიაშვილმა მატჩისწინა ვარჯიში გამოტოვა, თუმცა ის განაცხადში მაინც იმყოფება.

Sportall.Ge

გიორგი აბურჯანიას "ჟილ ვისენტეს" პორტუგალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში, 28 დეკემბერს, "ტონდელასთან" გასვლითი დაპირისპირება (21:00 საათზე) აქვს. გიორგის გუნდი 20 ქულით მე-8 ადგილზეა. აბურჯანია იშვიათად თამაშობს, თუმცა გატანაც მოახერხა და საგოლე პასის გაკეთებაც.

altსამი გამარჯვება გოლგაუშვებლად - ქეცბაიას გუნდი წინ მიიწევს

alt"გაგნიძემ მოუმატა - დაღესტნელობის გამო მოსკოვში პრობლემები მქონდა" - "ურალის" ნახევარმცველი

altლობჟანიძე სომეხ ფორვარდთან ერთად გამოარჩიეს - უცხოელთა საუკეთესო 11-ეული

altvoetbalnieuw: ჩაკვეტაძეს გრანდების რიგი ედგა, ახლა კი ახალი დამსაქმებლის მოძებნა გაუჭირდება

altმიქაუტაძემ მოუკლო - "სერენი" უკან-უკან მიდის

მკითხველის კომენტარები / 4 /
დინამოში დაბრუნდნენო ჩაკვეტაძეო,პაპუნაშვილიო,კაჭარავაო,ოქრიაშვილიო კომენტარებს წერენ აქ იყვნენო, მაშ იმ ბიჭებმა რა ქნან დინამოში დღედა ღამე რო ვარჯიშობენ ასნავნოიში მოხვედრაზე რო ოცნებობენ, სახლში წავიდნენ?? მაგათ იქ ჭ ლიგის გუნდებში რო თამაშობენ(ვითომ) დინამოზე არც იოცნებონ..
მადრიდისტი
20:48 26-12-2021
1
გიო ჩაკვეტაძე ახალგაზრდაა... უნდა დაბრუნდეს თბილისის "დინამოში" აღიდგინოს ფიზიკურ-ტექნიკური კონდიციები. წარმატებებებს ვუსურვებ!!!
tngh
15:48 24-12-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული