თუ ხვიჩა ინგლისში გადავა, ყველა ვინანებთ - რუსული მედია

AutoSharing Option
რუსულმა Business-gazeta-მ "რუბინის" ფეხბურთელების გასული წელი ინდივიდუალურად შეაფასა.

გამოცემა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს:

"რუბინის" მთავარმა ვარსკვლავმა 2020/21 წლების სეზონის მეორე ნახევარი ბრწყინვალედ ჩაატარა და გუნდს საუკეთესო ოთხეულში ადგილის დაკავებაში დაეხმარა.

ზაფხულში კვარაცხელიას ევროპაში წასვლაზე საუბრობდნენ და მას "მილანს", "ევერტონსა" და "ტოტენჰემს" უკავშირებდნენ, თუმცა ასე არ მოხდა.

ახლა ყაზანელთა ქართველი გარემარბი მოწყენილია და საკუთარ თამაშს დიდი ხანია ეძებს. ამის მიუხედავად, ხვიჩას მიმართ ინტერესი მაინც დიდია - ნუ გაგიკვირდებათ, თუ ის ამ ზამთარსვე ინგლისში გაემგზავრება და ყველა ვინანებთ, თუ რა ვარსკვლავი დაკარგა
რუსულმა ფეხბურთმა."

უკანასკნელად Daily Mail-მა კვარაცხელია "ვულვზს" დაუკავშირა, მანამდე კი პრემიერლიგის სხვა კლუბებზეც იწერებოდა.

altDaily Mail-მა კვარაცხელია "ვულვერჰემპტონს" დაუკავშირა

 

altხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად დასახელება ყველაზე დიდი მოტივაციაა

alteurofootballrumours.com: "ვესტ ჰემი" კვარაცხელიას ტრანსფერში 13 მილიონის გადასახდელად მზადაა


მკითხველის კომენტარები / 29 /
თავში ქვა გიხლიათ, უმადურებო. მთავარია, თქვენ მოგშორდეთ.
რატი
03 იანვარი 2022 13:25
8
შუაში კიარა თავშია. ამათი ირონიული კომენტარები და შეფასებები კარგად გვახსოვს, როცა მთელ წარუმატებლობას ერთ კაცს აბრალებდნენ.
რატი
03 იანვარი 2022 18:28
3
რა უმადურობა რა შუაშია ეგ. სასაცილოა
!!
03 იანვარი 2022 15:29
10
რუსები არიან ის ხალხი რომელთაც სხვის კარგი შურს, მთლიანად რასაა ეგეთი. ყველაფერს იზამენ რომ კარგი არ დაინახონ და ცუდად გამოჩინონ. გადაუხადონ მაში რაც ეკუთვინის ევროპის დონეზე, ჯუღელის კაპიკებში გაკვარახჭინებულ კმონტრაქტში რომ ჰყავთ გამოჭერილი და თუ ამბიცია აქვთ ნორმალური ფეხბურთელები დაუყენონ გუნდში 3-4-ს გარდა ყველა გასაშვებია მაგ რუბინში. თუ არა და უნდა გაუშვან იმიტომ რომ კვარას მათთან თამაშზე გული აქვს აცრუებული რადგან ძაფხულში რუბინმა არ გაუშვა და დანაღცენ ზღაპრებს უნდა მორჩნენ. ვესტ ჰემში ან ევერტონში თუ წავიდა მაგას არაფერი აჯობებს. სამაგისო ფეხბურთია იქ სივრცეები გახსნილი და სისწრაფეზე აგებული და ორ მაღალი დონის მწვრთნელი. და სასწრაფოდ უნდა წავიდეს თუ რუ ბინმა კიდევ არ დაბლოკა. Iდიოტები იქნებიან თუ გაწუსულღორდნენ როგორც წესი. ჭარმატება ხვიჩას და ქართულ ფეხბურთს და ყველა ქართველ ფეხბურთელს.
niko
03 იანვარი 2022 19:26
7
მგონი,ხვიჩა სპეციალურად არ თამაშობს,რათა საიმანოვის გაზრდილი მადა დააპატარაოს. რა ამბავია 20 მილიონი ევრო.
status quo
03 იანვარი 2022 13:00
3
სწორსაც აკეთებს
გიორგი
03 იანვარი 2022 14:30
1
თუ რა ვარსკვლავი დაკარგა რუსულმა ფეხბურთმა." ოუფ, ამათ ეგონათ შთამომავლობით ერგოთ ხვიჩაა? საკმარისია, გეყოთ. მერე ტელევიზორში უყურეთ ვინ გიშლით?
G.LA
03 იანვარი 2022 15:57
3
შოთას წაყვანილი ქართველი გინახიათ?
ზურა
26 იანვარი 2022 16:12
0
შოთა!
მიბახავს
26 იანვარი 2022 19:39
1
მაგალითი ფეხბურთელებს რომ თუ გინდა დიდი კარიერა რუსეთში არ უნდა წახვიდე იმიტომ რომ იქიდან არსად გაგიშვებენ, ასათიანიც უნდა ეყიდა ჩელსის,ჯანაშია ლაციოს და ა.შ. მაგრამ ფაქტი სახეზე
გია
03 იანვარი 2022 20:31
7
ჯუღელია დასალეწი ძვლებში. მტერია ქართული ფეხბურთის. ვინც ოდნავ გამოჩნდა ყველა რუსეთში წარეკა მაგ კაგებეს ***. რუსეთში ქართველებს არ ახარებენ, ეს ახალი არაა...
გიორგი
05 იანვარი 2022 02:44
19
ევროპაში "გახარებულები" ჩამოგითვალო გინდა?
!!
26 იანვარი 2022 15:35
4
როგორც იქნა ვიღაცამ დაწერა ეგ!!! ზუსტად ეგრეა და 99% ვერ ხვდება
Risxva.
27 იანვარი 2022 09:21
0
ჯერ-ჯერობით ეს ყველაფერი ვერსიები... რომელიც ხელს უშლის ხვიჩას მომზადებასა და საფეხბურთო კარიერაში. იმედია, ხვიჩა სწორ არჩევანს გააკეთებს, ხშირად გაგვახარებს საქართველოს ნაკრებთან ერთად.
tngh
03 იანვარი 2022 14:49
2
რატომ გაახარებენ ქართველს,როცა მისი ბედი მათ ანუ რუსების ხელშია.
ილია
04 იანვარი 2022 13:53
16
რა გახდა ასეთი, რომ ვინმე მდიდარმა ქართველმა ხვიჩა გამოისყიდოს და თავისუფალ აგენტად აქციოს? ასე, 3-5 წელში გამოსასყიდ თანხას ნამდვილად დაუბრუნებს ხვიჩა. ნუ წუწურაქობთ მდიდარო ხალხო.
გიორგი
04 იანვარი 2022 02:28
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული