ესპანურ შეკრებაზე მყოფი "გენტი", რომლის შემადგენლობაში არ იყო გიორგი ჩაკვეტაძე, ამხანაგურ მატჩში "ალკმაართან" 0:1 დამარცხდა.
შეხვედრა 3 30-წუთიანი ტაიმისგან შედგებოდა და მიუხედავად იმისა, რომ "გენტს" სხვადასხვა მიზეზების გამო რამდენიმე ფეხბურთელი აკლია, მასში ჩაკვეტაძეს მონაწილეობა არ მიუღია.
გიორგი მწვრთნელმა ჰეინ ვანჰეზებრუკმა შეკრებაზე წაიყვანა, საიდანაც ხვალ ბელგიაში დაბრუნდებიან და 14 იანვარს, ჩემპიონატის 22-ე ტურში "კორტრიკს" უმასპინძლებენ.