
ჩემპიონშიფის მეათე ტურში „უოტფორდი“ გასვლაზე „ლუთონთან“ 0:3 დამარცხდა.
სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - შეფასებები: sofascore 6.6, flashscore 6.5, whoscored 6.1.
„უოტფორდი“ 16 ქულით ამ მომენტისთვის მეექვსე ადგილზეა და 22 ოქტომბერს გასვლაზე „ლიდსს“ დაუპირისპირდება.
ლუთონი. „კენილუერტ როუდი“
ლუთონი - უოტფორდი 3:0
გოლები: 1:0 კლარკი (11), 2:0 მორისი (47), 3:0 ბრაუნი (90+1)