The Sun-ის ცნობით, ჩაკვეტაძე შეიძლება ნაახალწლევს პრემიერლიგის კლუბმა შეიძინოს

AutoSharing Option
"სანი" იტყობინება, რომ ფორმის პიკზე მყოფი "უოტფორდის" 25 წლის ნახევარმცველით, გიორგი ჩაკვეტაძით პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, რომელთა შორის ყველაზე მეტად "ვულვერჰემპტონი" აქტიურობს

"ვულვერჰემპტონი" პრემიერლიგაში ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა, მდგომარეობის გამოსწორებას შემადგენლობის გაძლიერებით შეეცდება და ამისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტი ჩაკვეტაძეა.

"ვულვზის" წარმომადგენლები ქართველის თამაშზე დასაკვირვებლად "უოტფორდის" "ლიდსთან" მატჩს დაესწრნენ და იანვარში მის 20 მილიონ ფუნტად შეძენას იმედოვნებენ.

გიორგიმ გასულ თვეში "უოტფორდთან" კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
Ყველაფერს ბედი უნდა და ყისმათი თორე ის სერია ა-ში თამაშობს და ეს ჩემპიონშიპში.ამისი ნახევარი აზროვნება და ინტელექტი რო ჰქონდეს რაღა გვინდა
ზაკო
20:50 28-10-2024
4
ეჰ ამას რა უჭირს, ჩვენ კი გადავალთ როსტოვში ყველა, მთელი ქვეყნით
ჯ.ჯ
11:11 28-10-2024
16

სიახლეები პოპულარული