new.fox-24.com "ოლიმპიაკოსის" სატრანსფერო გეგმებზე წერს და აღნიშნავს, რომ პირეოსული გუნდი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მარცხენა მცველს აუცილებლად შეიძენს.
კლუბის მთავარი სამიზნე "პარმას" 20 წლის მცველი ვასილის ზაგარიტისია, თუმცა ფეხბურთელს ჯერჯერობით ტრანსფერზე თანხმობა არ განუცხადებია.
იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკება შედგება და ფეხბურთელიც სამშობლოში დაბრუნებას ისურვებს, (ადრე ის "პანათინაიკოსში" თამაშობდა), ტრანსფერიც დაუყონებლივ შედგება.
გეგმა B რომელიც "ოლიმპიაკოსს" აქვს ბათუმის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მცველ ირაკლი აზაროვს უკავშირდება.
როგორც ამბობენ, პირეოსელთა პორტუგალიელი მწვრთნელი პედრო მარტინში ჩვენებურის თამაშითა და ტალანტით ძალიან მოხიბლულია.
წყარო ასევე აღნიშნავს,
რომ აზაროვის მიმართ სხვა გუნდებიც იჩენენ ინტერესს. ბერძნული საიტი წერს, რომ "ტრაბზონსპორსა" და "დინამოს" შორის 2 მილიონ ევროზე შეთანხმება მიღწეული იყო, თუმცა ბოლოს ბათუმელებმა სატრანსფერო ფასი აწიეს და გარიგებაც არ შედგა.
როგორც იწერება, "ოლიმპიაკოსი" აზაროვის გარშემო განვითარებულ მოვლენებს აქტიურად აკვირდება და შესაძლოა, მის გადმობირებაზე მუშაობაც დაიწყოს, თუ ზაგარიტისის ტრანსფერი არ შედგა.
პ.ს. პაპუნაშვილია ამის საუკეთესო მაგალითი. 2-ჯერ დაბრუნდა საქართველოში და ორივეჯერ ზუსტად საქართველოში მიაღწია საუკეთესო ფორმას. რამდენჯერაც წავიდა, იმდენჯერ "მოკვდა", როგორც ფეხბურთელი.
მაგალითად, კიტეიშვილმა, სანამ შტურმში გადავიდოდა, დინამოში 5(!) სეზონი ითამაშა და იქ უკვე შემდგარ ფეხბურთელად ჩავიდა. ამიტომაც გახდა მაგ გუნდის ლიდერიც. წელს ცუდი ტრავმა მიიღო, მაგრამ დაბრუნდება უკვე მალე.