"ახლა მაინც გადაიხდიან 10 მილიონს?" - ღურწკაია ხვიჩაზე საუბრობს

AutoSharing Option
თუ "რუბინს" ჩემპიონატის საგაზაფხულო ნაწილიც ჩაუვარდება, ეს დიდად იმოქმედებს გუნდის ლიდერების სატრანსფერო ღირებულებაზე - ამის შესახებ რუსეთში ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა თემურ ღურწკაიამ Comment.Show-ის ეთერში განაცხადა.

ღურწკაია გაკვირვებულია, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს არცერთი კლუბის მხრიდან კვარაცხელიას მიმართ ინტერესი არ ყოფილა. არადა, ჯერ კიდევ ზაფხულში მის ევროპაში 20 მილიონ ევროდ გაყიდვას ელოდნენ.

"ხვიჩაზე საუბარი საერთოდ არ მიდის, - თქვა თემურმა. - თითქოს ასეთი ფეხბურთელი არც არსებობს. მის მიმართ ინტერესი საერთოდ არ არის. თუ გაზაფხულზეც ვერ ათამაშდება, ახლა მაინც გადაიხდიან 10 მილიონს?
"რუბინისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იწყება, შემოდგომა კი დამღუპველი იყო."

სეზონის პირველ ნახევარში კვარაცხელიამ 15 მატჩში ერთი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შეასრულა. დეკემბერში, ფეხბურთელების სატრანსფერო ღირებულების განახლების შემდეგ, გერმანულმა პორტალმა Transfermarkt-მა ხვიჩა 16 მილიონ ევროდ შეაფასა, თუმცა მანამდე მის გასწვრივ 18 მილიონი ეწერა.

მომზადებულია business-gazeta-ს მიხედვით

alt"გოლოვინი, კვარაცხელია და ჰოლანი კლუბებს შეიცვლიან" - Championat

altშედარება ჯანოსთან, "ოქრისა" და ჭანტურიასთან - იტალიელები კვარაცხელიაზე

altკვარაცხელიას გასხვისებით "რუბინი" მაინც იხეირებს - Euro-football


მკითხველის კომენტარები / 20 /
ეს ღურწკაია ვინ არის საერთოდ, რატომ არის მისი აზრი მნიშვნელოვანი?
ხვიჩაზე უაზრობების საუბრით უნდა ხალხს თავი გააცნოს?
დარწმუნებული ვარ არც არავინ იცოდა აქამდე ვინ იყო, რუსები კიდე მიკროფონით დასდევენ იქნებ ხვიჩაზე რამე ვათქმევინოთო :)
.
25 იანვარი 2022 17:28
3
ხვიჩაზე ცუდი კომენტარები რომ არა სულ არ გვეცოდინებოდა ვინ არის ეგ ღურწკაია:)
Michael
25 იანვარი 2022 21:31
1
რუბინი ბულკი იყო პორველ წრეში.სლუცკიმ თუ რამე არ მოიფიქრა ასე ადვილია- ჩაკეტავენ ხვიჩას და სხვები ვერ აკეთებენ ვერაფერს.ადრე როცა ხვიჩას კეტავდნენ ამით საეგებლობდა მაკაროვი,დესპოტი,იევტიჩიც კარგად უბრახუნებდა ცენტრიდან.
ესენი ვინც მოიყვანეს ახლები 10-15 მილიონები გადაიხადეს და დადიან კუს ნაბიჯებით.
Levani
25 იანვარი 2022 17:33
0
ზუსტად ეგრეა და მერე ხვიჩას ბრალდება წარუმატებლობა და მის თამაშს ეძახიან ჩავარდნილს.
აჩვენა მღალი კლასის გუნდებთან (შვედეთთან) რაც შეუძლია!
.
25 იანვარი 2022 18:57
0
კვარაცხელიათი ჭკუას გვასწავლიან რუსები, რათა ფეხბურთში წარმატებაზე და ქვეყნის წარმატებაზე ბევრი არ ვიაცნებოთ.
ilia
25 იანვარი 2022 21:22
2
კარიერის ყველაზე მნიშვნელოვანი წლები რუსეთს დაუკავშირა ამ ფეხბურთელმა,რამაც განაპირობა ის კარიერა რაც აქვს . კი იყიდა ალბათ 1-2 სახლი ხელფასით მაგრამ შეეძლო სასახლეები ეყიდა ცოტა რო მოეთმინა და ევროპაში წასულიყო.
ტომი
25 იანვარი 2022 15:53
15
შეიგნეთ რომ რუსეთში არ არის პრობლემა. პორტუშიც თამაშობს ქართველი, ლევანტეში, ალავესში, მაგრამ მეორე გუნდების სათადარიგოები არიან უკვე რა ხანია. რაღა შორს ჩაკვეტაძე თამაშობს ბელგიაში. წარმომიდგენია რას დაწერდით იგივე სიტუაციაში ჩაკვეტაძე რუსეთში რომ ჩავარდნილიყო. კვარაცხელია თამაშობს ძირითადში სულ, რა რუსები უშლიან კარგად თამაშს?! კლოუნობას შეეშვით ხალხო სასაცილოა
ფდ
25 იანვარი 2022 16:21
3
სად მოეთმინა? რუსთავის მეტალურგში თუ ჭიათურის მაღაროელში? სლუცკიმ და რუბინმა ხვიჩას დიდი საქმე უყვეს და უნდა გამოიყენოს.
ჟორა
25 იანვარი 2022 19:04
0

სიახლეები პოპულარული