"კვარაცხელიაზე კინოსცენარის დაწერაა საჭირო" - ამბობს "რუბინის" დირექტორი

AutoSharing Option
"რუბინის" სპორტულმა დირექტორმა ოლეგ იაროვინსკიმ Sport24-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერზე მათთვის არავის მიუმართავს.

- ზაფხულში თქვენ თქვით, რომ ხვიჩათი ევროპის 3-5 კლუბია დაინტერესებული. საბოლოოდ ის რატომ არ წავიდა?
- იმიტომ, რომ ამ ინტერესის წინადადებით ფორმულირება არ მოხდა. ეს მეტ-ნაკლებად შეგნებული ინტერესი იყო, მაგრამ მეტი არაფერი. ხვიჩას პრობლემა უფრო პრესასთანაა დაკავშირებული.

- როგორ?
- მედიაში გაცილებით მეტი იწერებოდა, ვიდრე რეალურად ხდებოდა. ეს ყველაფერზე ძალიან ნეგატიურად აისახა. ჭორების რაოდენობამ, ზარებმა, ხვიჩას გარშემო მოძრაობებმა, რომლებიც აბსოლუტურად არაფერზე იყო დაფუძნებული - კარგი არაფერი
მოიტანა.

რეალური წინადადება რომ ყოფილიყო, ჩვენ გავუშვებდით. ზაფხულში ოფიციალურად მხოლოდ ორ ფეხბურთელზე მოგვმართეს - კარლ სტარფელტსა და დენის მაკაროვზე. ერთი ახლა "სელტიკშია", მეორე - "დინამოში", ხოლო ხვიჩაზე არც ზაფხულში და არც ზამთარში ოფიციალური წინადადება არ ყოფილა.

ერთადერთი, საზაფხულო სატრანსფერო ფანჯრის ბოლოს "რუბინში" მოვიდა ოფიციალური წერილი ინტერესზე, თუმცა ფინალურ წინადადებამდე საქმე არ მივიდა.

- ვისთვის იყო ხვიჩას მიმართ ინტერესის გაბუქება ხელსაყრელი?
- ეს საერთოდ თქვენი ნამუშევარია. ჟურნალისტები რაღაც სიახლეს აიტაცებენ, დაიწყებენ გაბუქებას, კომენტარების აღებას, წერენ მოსაზრებებს ტელეგრამ-არხებზე, ყველაფერი დუღს, ყველაფერი განიხილება...

მე ჟურნალისტებს დიდი პატივისცემით ვეკიდები, მათ პროფესიას ფეხბურთისთვის უმნიშვნელოვანესად ვთვლი, მაგრამ ვერასოდეს ვხედავ ლოგიკურ ჯაჭვს, რომლებიც ზოგიერთი ადამიანის თავში წარმოიშვება. მე ვფიქრობ: "ცუდი არ არის, კინოსცენარის დაწერაა საჭირო", რადგან ჩვენ შიდა პროცესისას ვერც კი ვხვდებით იმ ეშმაკურ ჩანაფიქრებს, რომლებიც გარკვეულ თეორიულ იდეას მიეწერება.

ახლა ჭორები ისეთი სიხშირით წარმოიშვება, რომ თუ შენ უარყოფ, ის არავისთვის საინტერესო არ იქნება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
20 მილიონი ფასი რომ დაადო მაგათმა პრეზიდენტმა,იქნებ მაგის გამო გაჩერდა ყველა?ძალიან მეეჭვება, ხვიჩამ ერთი წლის წინანდელი სულისკვეთებით ითამაშოს და ივარჯიშოს,რუბინისათვის.გაბზარული, ვეღარასოდეს გახდება ახალივით.
სოსო
15:15 08-02-2022
1
დააკვირდით რა ხდება. რუბინი ცდილობს თვითშეფასება დაუგდოს ფეხბურთელს. ახლა იმას აწვებიან, აი კი იწერებოდა ამდენი შენზე მარა რეალურად არავის უნდიხარო. სლუცკიც იგივე ნარატივს ავრცელებს. ამ ბიჭის ფსიქოლოგიურად მოშლა უნდათ რუსებს. რეალური ინტერესი იყო მაგრამ რუბინს რაც აწყობდა იმაზე არ წამოვიდნენ სხვა გუნდები, ამას არ ამბობენ და არანაირი ინტერესი არ ყოფილაო გვეუბნებიან.
რომელმა მაგ ასაკის რუსმა ფეხბურთელმა გაუტანა ბოლო წლებში ესპანეთის, შვედეთის, საბერძნეთისნაირ გუნდებს გოლები და რომელმა ჩაატარა უმაღლესი დონის თამაშები.
ეს ნარატივი რასაც სლუცკი და რუბინი აჟღერებს უბრალოდ სამარცხვინოა, და აქ ქართველებიც ტაშს უკრავენ და მოსწონთ ეგ ყველაფერი. დაუფიქრდით რა მოგწონთ უბრალოდ.
ზედმეტად გააპიარეთო, იმდენად ნიჭიერიც არაა როგორც თქვენ გგონიათო და რეალურად არავის უნდაო, ამას გეუბნებათ რუსები.
ეგენი ყველა ჩენც ნიჭიერ ფეხბურთელზე ამას იძახდნენ, ყიფიანზე თუნდაც.
ის შორმა, რაც ხვიჩამ ამ გუნდში ჩადო არაფრად მიაჩნიათ, უსახურ გუნდში იმდენი გააკეთა, რომ ხალხი სტადიონებზე დააბრუნა მისი თამაშის საყურებლად.
მსგავსი უმადურება ძალიან საწყენია და ამას ხვიჩაც ხვდება. ძალიან საეჭვოა მან შეძლოს და ისევ ბოლომდე ითამაშოს და იბრძოლოს იმ გუნდში, სადაც არ დააფასებენ. ისედაც მუდმივად ტრავმის რისკზე თამაშობს და ერთმა უხეშმა მოქმედებამ შეიძლება დიდი ხნით ჩამოაშოროს ფეხბურთს.
ძალიან ცოტა შანსია რომ რუსეთიდან თავი დააღწიოს. ფაქტიურად მიუღწეველია ეგ ამბავი.
ტრავმას მიაყენებენ და გამოუსადეგარი როცა იქნება სადმე ურალში გაუშვებენ.
მერე ისევ ნიშნის მოგებით გვეტყვიან, აი როგორი გაზვიადებული იყო თქვენი წარმოდგენებიო.
Skeleton
16:53 08-02-2022
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული