ქვილითაიამ აპოელ-ს ზედიზედ მეხუთე გამარჯვება მოაპოვებინა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის 21-ე ტურში ქართველების აპოელ-მა სახლში 1:0 სძლია აეკ-ს.

მწვრთნელმა სასტარტოში ქართველებიდან მხოლოდ გიორგი ქვილითაია დააყენა და მან 45+6-ე წუთზე თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ანგარიში გახსნა. ის 76-ე წუთზე შეცვალეს. გიორგიმ ამ სეზონში ჩემპიონატზე 8, თასზე კი 2 გოლი გაიტანა.

ბუბა დაუშვილი 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, თორნიკე ოქრიაშვილი კი - 76-ეზე.

აპოელ-მა ყველა ტურნირზე ზედიზედ 5 გამარჯვება იზეიმა, 36 ქულით უკვე მე-2 ადგილზეა და 17 თებერვალს „ანორთოსისს“ უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
Gela-ს
1 მე შენთვის კი არ ბიჭებისთვისაც არ მიმიყენებია შეურაცხყოფა- ინტერნეტში კლავიატურიდან მაგარი ხარ გეტყობა.
2 თუ ითამაშებენ-მე პირადად კი არა ვარ ნაწყენი რომელიმეზე,გულშემატკივარი ვარ და არ მომწონს მაგათი თამაში,ჩაიარა მაგათმა დრომ,ვერ დარბიან და თვითონ მიხვდნენ რო გზა ახალგაზრდებს დაუთმონ,მაგათზე უკეთესი ბიჭები გვყავს და მაინც რო გვეტენებიან ასეთი სტატისტიკური პენლებით ეგ
3 ბებერმა პანდევმა დაასრულა სანაკრებო კარიერა იმის მიუხედავად ამ ქვილითაიებს და ოქრიებს ახლაც რო აჯობებს და ესენი მაგ სირცხვილს უკვე ვეღარ ჩამოირეცხავენ.
Levani
18:27 15-02-2022
0
ამ პენლებზე გუნდში მოგვარებული აქვთ,გოლებში ჩამეთვლება და ნაკრებში დამიძახებენო.ალბათ ფულს,მისაწევს ან ნაშებს უჩითავენ.არ გავკარი ჩუჩბეკსტანში გატანილ 5 გოლს და აქედან 4 პენალტი როა?
ქვილითაია-ხო იყავი ჯანმრთელად ერთიწლის წინ? ბებერმა პანდევმა რატო მოგვიგო?
წინ კოდე პანდევი კი არა ჰალანდი,მბაპე და ლევანდოვსკი გველოდება და მოდი გაგვანებეთ თავი ამ თქვენი პენლებით შენც და ოქრიმაც-ორივემ დაასრულეთ სანაკრებო კარიერა+ ყაზაიშვილთან,აბურჯანიასთან,ჯანოსთან,კაჭარვასთან ერთად-გთხოვთ პატრიოტულად მოიქეცით და საკუთარი ეგო ნაკრებზე ქვემოთ დააყენეთ
Levani
02:13 15-02-2022
47
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული