უნგრეთის ჩემპიონატზე კვლავ გამოიჩინა თავი ბუდუ ზივზივაძემ.
დღეს "უიპეშტმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია "პუშკაშს", ზივზივაძემ კი შეუცვლელად ითამაშა და გოლი გაიტანა. რაც ახალ გუნდში გადავიდა, ბუდუმ ჩემპიონატის 3 მატჩში 4-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. მის ანგარიშზე ამ სეზონში ჩემპიონატის 15 მატჩში 6 გოლია.
გიორგი ბერიძე განაცხადში არ იყო.
"უიპეშტმა" ყველა ტურნირზე ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა, 27 ქულით მერვე ადგილზეა და 12 მარტს სტუმრად "დებრეცენს" შეხვდება.