რუსეთის პრემიერლიგაზე "რუბინი" მოსკოვში 1:6 განადგურდა ცსკა-სთან, ყაზანური გუნდის ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ 87-ე წუთამდე ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ამ სეზონში ჩემპიონატზე ხვიჩამ 19 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. უეფამ რუსეთში მოასპარეზე ლეგიონერებს თავიანთი კლუბების დროებით დატოვების უფლება მისცა და ყველას აინტერესებს, ისარგებლებს თუ არა ამით კვარაცხელია.
ხვიჩას ისედაც კარგა ხანია უნდა გუნდის გამოცვლა, მაგრამ ეს გასულ წელს ვერ მოახერხა, მალე საქართველოს ნაკრებს უნდა შეუერთდეს და გადაწყვეტილებასაც მალე მიიღებს. "РБ Спорт"-ის ჟურნალისტის კითხვაზე, დარჩება თუ არა
"რუბინში", მან დიპლომატიური პასუხი გასცა: "ჯერ არ ვიცი".
კორესპონდენტმა კვარაცხელიას ჰკითხა - ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან არსებობს თუ არა ზეწოლა მის მამაზე, რაზეც ფეხბურთელმა პასუხი არ გასცა.
Sportall.ge-მ რამდენიმე დღის წინ გულშემატკივრებს თხოვნით მიმართა, კვარაცხელიას მიმართ უარყოფითი კომენტარების გაკეთებისგან თავი შეიკავონ, რადგან არავინ იცის, ის როგორ მდგომარეობაშია რუსეთში. დღეს ხვიჩას მიმართ რუსულ პრესაში უამრავი ცინიკური კომენტარი გამოქვეყნდა და ჩვენ ამ სიტუაციაში მხარდაჭერის გამოცხადება გვმართებს.