"თითქოს გუნდიდან რაფინია უნდა წავიდეს და კვარაცხელიამ მისი ადგილი დაიკავოს, თუმცა, თუკი ხვიჩა "ლიდსში" გადავა, მაშინ შესაძლოა, "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 30 მილიონ ევროდ შეძენილ დენ ჯეიმსს სერიოზული პრობლემები შეუქმნას.
ქართველი გარემარბის შეძენის მთავარი პრეტენდენტები მაინც "ნაპოლი" და "ვესტ ჰემი" არიან. კვარაცხელია რუსეთის ჩემპიონატში ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო შემტევი იყო, ახლა კი "რუბინთან" ხელშეკრულება გაწყვიტა და ბათუმის "დინამოში" გადაბარგდა. რუსმა მწვრთნელმა დენის ბუშუევმა ის რობენსა და
შეგახსენებთ, კვარაცხელიამ ბათუმის "დინამოს" შემადგენლობაში უკვე ითამაშა, მომავალ ზაფხულს კი იტალიურ "ნაპოლის" აქტიურად უკავშირებენ. რაც შეეხება "ლიდსს" - პრემიერლიგაში მე-16 ადგილს იკავებს და გასავარდნ ზონაში მყოფ "უოტფორდს" 8 ქულით აღემატება.
"რუბინი" აჩრდილად იქცა - რას წერენ ხვიჩაზე მისი წამოსვლის შემდეგ?
კვარაცხელიას დებიუტი ბათუმის "დინამოში" და გამარჯვება "თელავთან" [VIDEO]