ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

"ქეცბაიასთვის ბუმერანგივით იქცევა" - კვიპროსული კრიტიკა

AutoSharing Option
კვიპროსის ჩემპიონატის საჩემპიონო ექვსეულის დასრულებამდე მხოლოდ 3 ტურია დარჩენილი. უახლოეს მატჩში, 18 აპრილს, თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი", სადაც გიორგი ლორია გამოდის, ლარნაკას აეკ-ს ესტუმრება.

sigmalive ქართველ სპეციალისტს ბოლოდროინდელი განცხადებების გამო აკრიტიკებს:

"თემურ ქეცბაიას ბოლოდროინდელი პოზიციები საკუთარი ფეხბურთელების მიმართ ბევრ და სერიოზულ წინააღმდეგობას შეიცავდა. იშვიათია, როდესაც გუნდის ფეხბურთელებს, რომელთაც ორივე შიდა ტიტულის მოპოვების შანსი აქვთ, მათი მწვრთნელი აკრიტიკებს, ურჩსა და ეგოისტს უწოდებს. ეს ნამდვილად სხვა განზომილებაა...

სწორედ ამის გამო, შესაძლოა, უახლოესი თამაშის შემდეგ ფეხბურთელების კრიტიკა თავად ქეცბაიასთვის ბუმერანგად იქცეს. პრობლემაზე, რომელიც არაერთხელ
და ხანგრძლივად არის მითითებული, მაგრამ გადაუჭრელია (ასე თუ ისე), მთავარი პასუხისმგებლობა მწვრთნელს ეკისრება. მან უნდა უზრუნველყოს, რომ ერთი მხრივ ყველამ გააცნობიეროს ის, რაც უნდა და რაც არ უნდა გააკეთოს...

როგორც ცნობილია, დაღვრილ რძეზე ტირილი სასარგებლო არაა."

უახლოესი შეხვედრა 18 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. "ანორთოსისი" 44 ქულით მე-4 ადგილს იკავებს და ჩემპიონთა ლიგაზე გამსვლელ მე-2 ადგილს, რომელზეც ოქრიაშვილის, ქვილითაიასა და დაუშვილის "აპოელი" იმყოფება, მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. პირველობას რევაზ ინჯგიას "აპოლონი" არავის უთმობს - 51 ქულით.

altქეცბაია: გუნდურობა გვაკლია, ზოგიერთს გმირობა სურს

altგამარჯვების მიუხედავად, ქეცბაია უკმაყოფილოა - მორიგი ტურის წინ

altქეცბაიამ გაიმარჯვა, ოქრიაშვილის "აპოელს" 4 მოთამაშე გაუძევეს [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ