ქეცბაია კატეგორიული იყო კითხვაზე, ყველაფერი დაღლილობის ბრალია თუ არა: "ორივე გუნდს 11 ფეხბურთელით რომ ეასპარეზა, გავამართლებდი. წინა დაპირისპირებაში ნახევარ გუნდთან ვითამაშეთ, დღესაც მეტნი ვიყავით და ვერ გამოვიყენეთ."
ვრცლად "ანორთოსისის" მწვრთნელის განცხადება:
"იმედგაცრუებული ვარ იმ ფეხბურთელების ძალისხმევით, რომლებსაც არ ჰქონდათ სათამაშო დისციპლინა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას უნდა, თავი გამოიჩინოს და გუნდურ ფეხბურთს ვივიწყებთ. მეტი მომენტი შევქმენით,
რისი ბრალი იყო: "მეორე ტაიმში ვდომინირებდით, მაგრამ მეტოქის კარის აღება ვერაფრით მოვახერხეთ."
გუნდში არის თუ არა დაღლილობა: "ნამდვილად არის დაღლილობა, არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიურიც. ჩვენ ველოდით, რომ გუნდურობა გვექნებოდა, მაგრამ ზოგიერთს სურდა, რომ მატჩის გმირი გამხდარიყო."
"ანორთოსისი" ახლა მე-4 ადგილზეა და თუკი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე გასვლა სურს, ჩემპიონატში, მინიმუმ, მე-2 ადგილი უნდა დაიკავოს.
მომზადებულია goal.philenews-ის მიხედვით
გამარჯვების მიუხედავად, ქეცბაია უკმაყოფილოა - მორიგი ტურის წინ
ქეცბაიამ გაიმარჯვა, ოქრიაშვილის "აპოელს" 4 მოთამაშე გაუძევეს [VIDEO]