გამარჯვების მიუხედავად, ქეცბაია უკმაყოფილოა - მორიგი ტურის წინ

AutoSharing Option
თემურ ქეცბაიას "ანორთოსისი", სადაც გიორგი ლორია გამოდის, კვიპროსის ჩემპიონატის უახლოესი ტურისთვის ემზადება.

sigmalive-ი წერს:

"აპოელთან" გამარჯვებისა (1:0) და კვიპროსის თასის ნახევარფინალში გასვლის მიუხედავად, თემურ ქეცბაიამ ფეხბურთელებს გუნდის მომავალ ვალდებულებებზე ფოკუსირება და განვლილი შეხვედრის დავიწყება სთხოვა. თამაშის შემდეგ ქართველმა სპეციალისტმა მოთამაშეებთან დაშვებული შეცდომები გააანალიზა და აღნიშნა - იმის გამო, რომ მეტოქე 7 ფეხბურთელით თამაშობდა, კონცენტრაციის ნაკლებობა ჰქონდათ.

ქეცბაია რამდენიმე ფეხბურთელის თამაშით შეშფოთებული ჩანდა, რომლებიც, მიუხედავად შესაძლებლობებისა, მოედანზე ყოველთვის არასწორ გადაწყვეტილებებს იღებენ."

შეგახსენებთ, ქართველი სპეციალისტის გუნდმა ოქრიაშვილის, ქვილითაიასა და დაუშვილის "აპოელს" აჯობა,
ჩემპიონატის საჩემპიონო ექსვსეულის უახლოეს მატჩში კი "არისს" ესტუმრება. ფამაგუსტელები 43 ქულით მე-4 ადგილზე არიან. მატჩი 10 აპრილს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altქეცბაიამ გაიმარჯვა, ოქრიაშვილის "აპოელს" 4 მოთამაშე გაუძევეს [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 2 /
ვპირიოდ ბრატუხა პირიოდ გენაცვა
dato
18:48 08-04-2022
0
ქეც . ლორ . ჯიგრებო წინ წინ გირსებიხარტ დიდება უფალს...........
kaka
15:48 08-04-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული