"ნაპოლი" "რომასთან" ფრით (1:1) სკუდეტოზე ოცნებას გამოემშვიდობა. ახლა უფრო მეტი დრო და საფუძველი აქვთ, მომავალზე იფიქრონ. ასე მოიქცევა ლუჩანო სპალეტიც, რომელიც დასანანი მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას საქართველოს ჩემპიონატში ჩატარებულ შეხვედრას იხილავდა. შემტევი, რომელიც ინსინიეს მემკვიდრეობას იკისრებს, "გაგრას" წინააღმდეგ უდავო ვარსკვლავი იყო, რომელმაც საკუთარი ნიჭი სრულად გამოავლინა. ხვიჩამ 2 ძალიან კარგი გოლი გაიტანა, მაგრამ კვარაცხელია მხოლოდ გამტანი არაა - პირველი გოლის დროს ფლანგიდან მშვენიერი საგოლე პასიც შეასრულა.
ქართველმა გარემარბმა თავი ყაზანის
შეგახსენებთ, ბათუმის "დინამოს" შემტევმა კვარაცხელიამ "გაგრას" წინააღმდეგ დუბლი შეასრულა და ჯოვინო ფლამარიონს მშვენიერი საგოლე პასიც გაუკეთა. ხვიჩას ზაფხულში "ნაპოლის" უკავშირებენ.