"ნაპოლის" გულშემატკივრები ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე არაერთ შეკითხვას სვამენ და ხშირად ცინიკურ კომენტარსაც აკეთებენ.
ერთ-ერთმა იტალიურმა გვერდმა, napolipiu-მ ქართველ სპორტსმენს ვიდეო მიუძღვნა, სადაც წერია, თუ როგორ "გააწამა" ჩვენებურმა ესპანეთის ეროვნული ნაკრები, ამასთან ერთად ნახსენებია ბათუმში გამართული შვედეთთან შეხვედრაც, სადაც ქართველებმა ხვიჩას 2 გოლის წყალობით 2:0 მოიგეს და მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპიდან კარი გაიჯახუნეს.
საბოლოოდ, მინდა გითხრათ, რომ კვარაცხელიას "ნაპოლიში" დიდი იმედით ელიან და უკვე ვიდეოებსაც უძღვნიან!