"გიგანტ "რვაფეხა" ქართველს მატჩის გმირობამდე ცოტა დააკლდა" - მამარდაშვილი "ვალენსიას" მომავალია

AutoSharing Option
გიორგი მამარდაშვილის ისტორია ზღაპარს ჰგავს - გასული წლის ზაფხულში იჯარის წესით "ვალენსიაში" მეოთხე მეკარედ და მეხუთე ლიგაში სათამაშოდ გადასულმა იმდენი მოახერხა, გუნდის პირველი მეკარე გახდა და ესპანეთის თასის ფინალში იასპარეზა. რომ არა ის, "ბეტისი" აუცილებლად ძირითად დროში გაიმარჯვებდა. ამას უკლებლივ ყველა წამყვანი ესპანური სპორტული გამოცემა აღნიშნავს. ქართველმა რამდენიმეჯერ გადაარჩინა "ღამურები", ხუანმისა და ფეკირის ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი ფეხით მოიგერია და "მარკა" მატჩის მიმოხილვაში წერს, რომ რვაფეხასავით იყო. გამოცემამ სამი ვარსკვლავით მხოლოდ გიორგისა და სევილიელი იგლესიასის თამაში შეაფასა.

მამარდაშვილი "მუნდო დეპორტივომ"
შეაქო: "ბეტისმა" ტიტული 17 წლის შემდეგ მოიგო და მესამედ დაეუფლა თასს. ხოსე ბორდალასის გუნდმა, რომ წინააღმდეგობა გაუწია, ეს გიგანტი მამარდაშვილის დამსახურებაა, რომელმაც რამდენიმე წარმოუდგენელი ბურთი მოიგერია, თუმცა პენალტების სერიაში უძლური აღმოჩნდა და "ლა კარტუხაზე" სევილიელთა გამაოგნებელი ზეიმი დაიწყო".

"ვალენსიას" საიტი გიორგის კლუბის მომავალს უწოდებს: "ჩვენი ქართველი მთელი შეხვედრის განმავლობაში მედგარ წინააღმდეგობას უწევდა მეტოქეს, მნიშვნელოვანი სეივები განახორციელა, მატჩის შემდგომ თერთმეტმეტრიანების სერიაში კინაღამ გმირი გახდა, როდესაც ხოაკინის პენალტის მოგერიებამდე ცოტა დააკლდა. ახალგაზრდა ვარსკვლავების ეს თაობა გუნდის მომავლის ნამდვილი განსახიერებაა - მამარდაშვილი, უგო გილიამონი, უგო დურო და ტიერი კორეია - ეს ის ბირთვია, რომელიც ბევრს გვპირდება".

მკითხველის კომენტარები / 6 /
ქრისტე აღდგა, დილოცავთ აღდგომის ბრწყინვვალე დღესასწაულს. გიორგის კი წარმატებები, წარმატებები, წარმატებები.
mamuka
24 აპრილი 2022 22:30
0
Rusets Dedis T****
Amin
25 აპრილი 2022 03:30
0
ჭეშმარიტად აღსდგა!
დათო
24 აპრილი 2022 23:02
0
რატომ არის ზღაპარი ვერ გამიგია არ იცოდნენ ვის ყიდულობდნენ??? და თუ არ იცოდნენ დებილები გამოდიან მაშინ იმიტომ რომ საკმარისზე მეტი რეზონანსი და სახელი ქონდა უკვე მამარდაშვილს სანამ ჩავიდოდა ესპანეთში, უცხოური გამოცემები აქებდნენ და დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მეგა ტალანტის რანგში იყო გადაჭარბების გარეშე, მაგ ტლუებმა კიდე მე-4 მეკარედ და მე-5 ლიგაში სათამაშოდ ჩააყენეს. ეს საცოდაობა და დანაშაული კი არა ანომალია იყო საერთოდ, ესეთი ანომალია როგორ მოხდა თუ არ იცოდნენ ვინ იყო რას ყიდულობდნენ საერთოდ. მაგათ რუსი მრჩეველები ხომ არ ყავთ მაგათ? და ეხლა რომ გადაახიათ თავზე ყველაფერი ეხლა უძახიან სასწაულს და "ზღაპარს". რატომ იყო ზღაპარი და რატომ არ იყო ლოგიკური??? თავს იდებილებენ, ამხელა ანომალიური არ-აღიარების გადალახვა რატომ უნდა უხდებოდეს ქართველს
Anomalia
24 აპრილი 2022 20:19
14
გეგი. საქმეც მაგაშია რომ ძირითადი გუნდისთვის არ იყო ვითომ განკუთვნილი ეგ არის მთავარი დეგენერატობა მაგ ამბავში . არ არის "ზღაპარი" და საერთოდ არ არის გასაკვირი რა შედეგსაც დებს მამარდაშვილი. ზღაპარი და გასაკვირი მაშინ იქნებოდა მართლა ახალგაზრდული სარეზერვო გუნდის და მე5 ლიგის დონის მეკარე რომ იყოს რაც ყველამ იცოდით რომ ეგრე არ არის. თუ გუშინ არ შემოხვედით ინტერნეტში. მე-2 ან მე3 მეკარედ მაინც უნდა ჩაეყვანათ წესით და ეგრევე დაეყენებინათ კონკურენტად მთავარი მეკარისთვის, მაშინ იქნებოდნენ ადეკვატურები. მაგათმა კიდე მე-5 მეკარედ გაამწესეს და 21წლამდე გუნდში ათამაშეს. და ეხლა უკვირთ როგორ ამოქაჩაო, რაც არის დეგენერატობა რადგან თვალები დაიბრმავეს და იმის მე5 ედი არ აღიარეს რეალურად მგონი საერთოდ აზრზე არ იყვნენ ვინ იყიდეს. თუ ეგეთი დებილი ეგონათ რას ყიდულობდნენ საერთოდ აკადემიაში არ ყავდათ ბალღები საკმარისი. რატომ არის ზღაპარი როცა ეს არი მამარდაშვილი, რომელსაც უცხოური პრესა ხოტბას ასხამდა და კარგად ყავდათ დაფიქდირებული ჯერ კიდევ მაშინ როცა იყო საქართველოში. აქაც იცოდნენ და ყველგან, და მოულოდნელად ეგენი აყენებენ სარეზერვო გუნდში და წერენ რომ იყო მე5 მეკარე. კიდე ვერ ხვდებით რა ხდება და რაზეა აქ ლაპარაკი, საქართველოდან ჩასული უმაღლესი დიპლომით დააჯინეს მე9-10 კლასში და ეხლა უკვირთ რომ გადაჭრა ამოცანები უმაღლეს მათემატიკაში
Anomalia.
25 აპრილი 2022 03:26
0
ძირითადი გუნდისთვის არ იყო განკუთვნილი აი მაგიტომაა ზღაპარი სასიამოავნო ზღაპარი საქართველოს დაბალი დონის ჩემპიონატიდან ესპანეთის უმაღლეს ლიგაში რომ დადგები კარში,ხოდა გამოისყიდეს კიდეც მერე როცა ნახეს რომ ტალანტია.
გეგი
24 აპრილი 2022 21:10
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული