შოთა არველაძის "ჰალი" "ბრისტოლთან" განადგურდა

AutoSharing Option
ინგლისის ჩემპიონშიფის 45-ე ტურში შოთა არველაძის „ჰალ სიტი" გასვლაზე "ბრისტოლ სიტისთან" 0:5 დამარცხდა. მატჩს 21 799 მაყურებელი დაესწრო, რომელთაგან 795 სტუმართა გუნდის გულშემატკივარი იყო.

ვინაიდან "ჰალ სიტიმ" ლიგაში დარჩენა ადრევე გაინაღდა, ამ შეხვედრას მისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა.

"ჰალ სიტი" 50 ქულით მე-18 ადგილზეა და 7 მაისს, უკანასკნელ ტურში "ნოტინგემ ფორესტს" უმასპინძლებს.

შოთა არველაძის ხელმძღვანელობით, "ჰალ სიტიმ" 17 მატჩიდან 6 მოიგო, 3 ფრედ დაასრულა და 8 წააგო.

მკითხველის კომენტარები / 5 /
ჰა, "წავაგეთ ფეოლა"?) აბა რა გეგონა, აზრზე რო არა ხარ და ალიფაშამ ჩაგათრია მანდ
5 titi
01 მაისი 2022 03:36
9
წესით თუ 11ვე არა უმეტესობა ისეტი უნდა დაეყენებინა ვისაც რაღაცეები დასამტკიცებელი აქ და აღარ გამოდის დიდი არაფერი მნიშვნელობის და მეორე რატო ვიცით რახან შოთაა გამართლება სუბიექტურად 5-0 არ ეკადრება არცერთი ჩემპიონატის არცერტ კლუბს და ისტორიას დარჩება სირცხვილად ისტორია არ ინახავს გასამართლებელ მიზეზებს ისტორია მხოლოდ ანგარიშს ინახავს თუნდაც ერთი წლის მერე არავის გაახსენდება რო პრაქტიკული მნიშვნელობა არ ქონდა მარა ანგარიშს რო ნახავ ცუდ ხასიათზე დადგები
ნოდო
30 აპრილი 2022 21:53
4
რას ქვია ჩვენია რა გაგიკეთეს არველაძეებმა ფეხბურთში შენ. იმენა "წავაგეთ ფეოლა" რო აწერიათ სიფათზე ეგენი არიან ქართული ფეხბურთის ტორმუზი სულ.
ubani
01 მაისი 2022 03:19
0
ჰალ სიტი გავარდნის კანდიდატი იყო,თითქმის,შოთი რომ მივიდა.მის ხელში 7 მოიგო და 8 წააგო.ასეთი ბალანსით,სადღაც ცხრილის შუაში იქნებოდა,თავიდანვე რომ ის ყოფილიყო,გუნდის სათავეში.ეგეც სტატისტიკაა და ისტორიაში რჩება.რაკი ჩვენია,ამიტომ გავუარაფროდ შრომა?
სოსო
30 აპრილი 2022 23:15
6
Aravitari datvirtva ar qonda da 5it 0 normaluri shedegia xooo
L.J .
30 აპრილი 2022 20:28
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული