"კვარაცხელია "ნაპოლიში" ამ ნომრით იასპარეზებს?!" - რა ფოტოს აქვეყნებენ იტალიელები "დინამო არენიდან" [PHOTO]

AutoSharing Option
spazionapoli.it ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ სტატიას და გუშინ "დინამო არენაზე" გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

ფოტოზე ჩანს ადამიანი, რომელსაც "ნაპოლის" მაისური აცვია, რომელიც 23-ე ნომერია და მასზე ხვიჩა კვარაცხელიას გვარია ამოტვიფრული.

Sportall.Ge

"საქართველოში უკვე არის "ნაპოლის ცხელება"... გუშინ საქართველოს დედაქალაქში თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" მატჩი გაიმართა, რომელიც 0:0 დასრულდა.

სტადიონიდან გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ ადამიანს "ნაპოლის" ფორმა აცვია და მასზე კვარაცხელიას გვარია... ის 23
-ე ნომერია... შეიძლება ეს უკვე იყოს მაისურის ნომრის მინიშნება, რომელსაც კვარაცხელია აირჩევს ნეაპოლში ჩასვლისას. ის იტალიაში ამ ნომრით იასპარეზებს?" - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნაპოლს ისედაც ვგულშემატკივრობდი და ახლა ხო საერთოდ.
qomagi
14:52 04-05-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული