"ტოტენჰემმა" "ბაიერნის" თავდამსხმელი ინათხოვრა

AutoSharing Option
ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარმა "ტოტენჰემმა" სეზონის ბოლომდე "ბაიერნის" 19 წლის ფორვარდი მატის ტელი ინათხოვრა.

სურვილის შემთხვევაში, ლონდონელებს ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსყიდვა 60 მილიონ ევროდ შეეძლებათ.

ფრანგი გერმანული გრანდის წევრი 2022 წლიდან გახლდათ, როდესაც "ალიანს არენაზე" "რენიდან" 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

2,5 წლის განმავლობაში ტელმა ყველა ტურნირზე 82 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 16 გოლი გაიტანა და 7 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული