"გამანადგურებელია, კიეზას ჰგავს..." - იტალიის ნაკრების ექსფეხბურთელმა ხვიჩა შეაფასა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას მიმართ იტალიელების მხრიდან ინტერესი ძალიან დიდია. აქედან გამომდინარე, ყოველდღიურად სოციალურ ქსელში სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება. ამჯერად BoboTV-სთან იტალიის ნაკრებს ექსფეხბურთელმა დანიელე ადანიმ (დღეს ჟურნალისტად მუშაობს) ისაუბრა:

"მის თამაშს კარგად ვიცნობ. გარკვეული ხნის წინ ვთქვი, რომ ხვიჩა "იუვენტუსის" შემტევს, ფედერიკო კიეზას ჰგავს. კვარაცხელია გამანადგურებელი მოთამაშეა. უტევს მარჯვნიდან და მარცხნიდან, აქვს მშვენიერი ტექნიკა და რაც მთავარია, ტალანტი", - განაცხადა დანიელემ.

მომზადებულია calcionapoli1926-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული