10:06 04-02-2025
ბითაძის 20 წუთი - "ორლანდო" "გოლდენ სტეიტთან" დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა [VIDEO]
AutoSharing Option
სტუმართა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, ქართველმა ცენტრმა მოედანზე 20:09 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა, 14 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
"გოლდენ სტეიტის" ლიდერმა სტეფ კარიმ 34:18 წუთში 24 ქულა, 1 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი დააგროვა.
ენდრიუ უიგინსმა 35:08 წუთში 25 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.
ამრიგად, "ორლანდო მეჯიქი" 24 მოგებითა და 27 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 6 თებერვალს "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავს.
"გოლდენ სტეიტი" 25 გამარჯვებითა და 24 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზეა, "უორიორსი" 6 თებერვალს "იუტა ჯაზს" შეხვდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თამაშზე ფაჩულიას ყოფნამაც არ უშველა, სახეზეც ეტყობა ეგოისტ ორლანდოელებზე გულის აცრუება, რომლებსაც ურჩევნიათ თუ ვერ ისვრიან ბურთი დაკარგონ და არა თანაგუნდელს პასი გაუკეთონ, რომელიც უკეთეს პოზიციაში იმყოფება, შავჯემალა კი არც არაფერს არა ცვლის რომ რაცხა მაინც გამოასწოროს გუნდის თამაშში.
4
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული