ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი პოლონურ გუნდში გადავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელი დავით ვოლკოვი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს.

"აზერისპორტის" ცნობით, ვოლკოვმა "ზირასთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა და გდანსკის "ლეხიაში" გადავა, რომელმაც კარგი კონტრაქტი შესთავაზა.

ვოლკოვმა გასულ სეზონში აზერბაიჯანის ჩემპიონატის 26 მატჩში 11 გოლი გაიტანა.

"ლეხია" ექსტრაკლასას დასრულებამდე 2 ტურით ადრე მეოთხე ადგილზეა და კონფერენს ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.