ვოლკოვის ეფექტური რეიდი და საგოლე პასი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
აზერბაიჯანის პრემიერლიგის მე-16 ტურში დავით ვოლკოვის "ზირამ" "საბაჰი" 2:0 დაამარცხა. ფრანგმა ჰამიდუ კეიტამ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა დავით ვოლკოვმა მეორე გოლის დროს ასისტენტობა გასწია.

26 წლის ვოლკოვმა ძალიან ეფექტური რეიდი მოაწყო და პასიც არანაკლები გამოუვიდა - თანაგუნდელს ბურთი კარის ხაზთან მისცა.

"ჯვაროსანთა" შემტევის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 10 გოლია, "ზირა" კი ჩემპიონატში მესამეა - ლუკა გუგეშაშვილის "ყარაბაღისა" და "გაბალას" შემდეგ. 28 თებერვალს ვოლკოვი და მისი თანაგუნდელები უკანასკნელ საფეხურზე მყოფ "სებაილს" ესტუმრებიან.

altმიქაუტაძისა და ვოლკოვის შემდეგ ნაკრებში დებიუტს კიდევ ერთი ფორვარდი

ელოდება...

altდავით ვოლკოვი: აზერბაიჯანში ქართული ფეხბურთის შესახებ საკმაო ინფორმაციას ფლობენ

მკითხველის კომენტარები / 7 /
საღოლ ძმაო აზერებს და თავიანჩ ჩემპიონატს , მაგარი კარგი თამაშებიდა კარგი გუნდები ყავთ , აგერ ყარაბახი მარსელს მშვენივრად ეთამაშა
ლშა_იუვენტინო
11:49 22-02-2022
0
ყოჩაღ!!! აი კვარას და ჩაკვეს წინა ხაზში ცენტრფორვარდი ესეთი ჭირდება..მიდი დავით ეგრე გააგრძელე ნაკრებში ძირითადში გვეიმედები!!
ჩორნი
22:58 21-02-2022
0

სიახლეები პოპულარული