აზერბაიჯანის ჩემპიონატში ისევ გამოიჩინა თავი საქართველოს ნაკრების 26 წლის თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა.
მე-13 ტურში საკუთარ მოედანზე წაგებულ მატჩში (1:2) ვოლკოვმა თავისი ყოფილი გუნდის, "გაბალას" კარი 45+4-ე წუთზე დალაშქრა.
ვოლკოვი 10 გოლით ჩემპიონატის ბომბარდირია და azerisport-ის ცნობით, მისი სამსახურით თბილისის "დინამო" დაინტერესდა. გამოცემის მტკიცებით, გიორგის მიწვევა გუნდის მწვრთნელ კახა ცხადაძეს სურს.