დავით ხოჭოლავა დანიის ჩემპიონი გახდა

AutoSharing Option
დანიის სუპერლიგის უკანასკნელ ტურში "კოპენჰაგენმა" საკუთარ მოედანზე "ოლბორგი" 3:0 დაამარცხა და მეთოთხმეტედ გახდა ჩემპიონი.

"კოპენჰაგენის" შემადგენლობაში ოქროს მედალი საქართველოს ნაკრების მცველმა დავით ხოჭოლავამ მოიპოვა, რომელმაც ეს მატჩი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა.

ხოჭოლავა "კოპენჰაგენში" 2021 წელს "შახტარიდან" გადავიდა და ამ სეზონში ჩემპიონატის 22 მატჩში 1 გოლი გაიტანა. ის "ჯვაროსნების" მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის გამოიძახა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ პირთამდე სავსე "პარკენზე" "კოპენჰაგენს" ჩემპიონის თასი გადასცეს და დიდი ზეიმი გაიმართა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
გილოცავ დათი! კიდევ არაერთი მომელოცოს!!!
დიმო
23 მაისი 2022 00:24
0
ამ ბიჭმაც დიდი ტკივილის შემდეგ ამით მაინც გაიხაროს.....
koba
23 მაისი 2022 09:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული