"ჩაკვეტაძეს ისევ იჯარით გაუშვებენ" - ბელგიური მედია

AutoSharing Option
"ჰამბურგმა" იჯარის წესით აყვანილი გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტი არ გამოისყიდა და მას "გენტში" დაბრუნება მოუწევს, რომელთანაც ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

demorgen-ი იტყობინება, რომ ჩაკვეტაძე და ანდერსონ ნიანგბო 1-ელ ივლისს "გენტში" გამოცხადდებიან, მაგრამ მათი კვლავ იჯარით გაშვების ალბათობა მაღალია.

voetbalkrant-ის ცნობით, "გენტს" ჯერ კიდევ აქვს სამუშაო მომსვლელი და წამსვლელი ფეხბურთელების მხრივ. ნიანგბოს და ჩაკვეტაძის დაბრუნება, პრინციპში, შესაძლებელია, თუმცა მათ და ოსმან ბუკარის, სავარაუდოდ, ისევ სხვა გუნდებში გაუშვებენ.

მოკლედ, ჩაკვეტაძეს ისევ იჯარით მოუწევს წასვლა, გასარკვევი მხოლოდ ისაა - სად.

მკითხველის კომენტარები / 21 /
რა უნდა მოითხოვოს ისეთი კლუბმა რომ ბათუმს გაუჭირდეს ჩაკვეს იჯარით აყვანა , მითუმეტეს თუ ფორმაში შევიდა , 2023 უმთავრდება კონტრაქტი და ბათუმმა შეიძლება იმაზე დიდი მოგება ნახოს ვიდრე ხვიჩას გაყიდვით გამოიმუშავა . უშველეთ ამ ბიჭს და საქართველოს ნაკრებს , არ შეიძლება ჩაკვეს დაკარგვა .
ATP 16
16 ივნისი 2022 23:53
7
100%
ალეკო
17 ივნისი 2022 08:11
1
კარგი იქნება ბათუმის დინამოს თუ დაეხმარება ევროთასზე
ზურაბ
16 ივნისი 2022 23:27
4
წამოიყვანეთ ეს ბიჭი ბათუმში.
ეშველება მის პრობლემას დარწმუნებული ვარ.
დასაწყისში თითო ტაიმი და მჯერა 5-ი ტურის შემდეგ 90 წუთის სათამაშოდ იქნება მზად!
წაადგება თვიტონ გიოსაც და ბათუმის დინამოსაც გამოადგება. მხოლოდ ერთი წელი დაჭირდება ამ კაი ბიჭს ძველი ფორმის დასაბრუნებლად და უკეთეს ფორმაში ჩასადგომად!
აგერ გვაქვს ფაქტი ხვიჩა კვარაცხელიასი და ზურა დავითაშვილისა!
წინ გამარჯვებისკენ ქართულ კლუბებს. წარმატებები!
ბათუმელი ექსპერტი
16 ივნისი 2022 23:03
4
შენ მეგობარო სხვა ფაქტებს ხედავ.. დინამო ბათუმის გულშემატკივარი ვარ მეც ბათუმელი ვარ და ზურიკოს და ხვიჩას გასაჭირი თამაშიდან და ხასიათიდან გამომდინარე არ ქონია კარგად თუ გაიხსენებ,
თითო ტაიმიო რო ამბობ და ჩაკვეს მუშაობა რო ეზარება რა ვალდებულებები აქვს დინამო ბათუმს რომ სხვა ფეხბურთელები სკამზე დასვას და არასამართლიანად მოექცეს იმათ ვინც ფორმაშია და 16 საათი ვარდიშობს? ასე თუ გტკივა გული ანგარიშის ნომერი შევქმნათ და თანხა ჩაურიცხოთ)) მეათასეა ჩაკვეტაძე ქართველ ზარმაც ტალანტებში და შეეშვით რა..
შავი კაცი
17 ივნისი 2022 10:49
4
ბათუმის დინამოდან უკვე საქველმოქმედო ფონდს მოითხოვთ წინა კომენტარებში ასე ჩანს..იცით რა ამ ბიჭს ძირითადში უნდა თამაში გარანტირებულად,თან
ვინ დავჩაგროთ არასწორად ჩაკვე რომ მივიდეს ბათუმში??
ტეიდი?
მამუჩა?
ფალავანდა?
ალთუნა?
ჯიღაური?
ააა გაფრინდაშვილი ამოვაგდოთ ან დავითაშვილი ოღონდ ჩაკვემ ითამაშოსო არა?
რადინი თუ გავაგძელოთ სია რომ აირჩიოთ?
ჯერ უყურეთ თამაშსს გადახედეთ ბათუმის დინამოს სკამს და მერე თქვით ესეთი ჭკვიანური რჩევა..
თვითონ თქვა თბილისის დინამოს ბოსებს შევხდიო და აცალეთ იქ მეტი შანსი აქვს ძირითადში თამაშის, მითუმეტეს ვინმე ყავს თბილისის დინამოს ან ფიფიას ჩაკვეზე უკეთესი?
გამახსენეთ აბა?

და ბოლოს ეგრე თუა გვიჭირს და იქნებ უეფამ შეგვიფაროს და პირდაპირ ჯგუფში ჩაგვსვას არ ვართ დასაკარგი ხალხი..
შავი კაცი
17 ივნისი 2022 10:33
7
უნდა წავიდეს იქ, სადაც ითამაშებს... თბილისის "დინამო" იდეალურია მისთვის.
tngh
17 ივნისი 2022 13:51
0
ხმები დადის შეყვარებული ყავს და იმასთან დროსტარებაში ფეხბურთისტვის აღარ ცალიაო! თუ მართალია, გამოდის რომ ესეც მაგარი უტვინო და დღევანდელი კვერცით დაკმაყოფილებული რიგითი ქართველი ყოფილა!
ტარიელ მაღალდაძე
17 ივნისი 2022 11:39
4
თავისი პირადი არავისი საქმე არ არის!!!
გიორგი
17 ივნისი 2022 13:53
0
რა მერე? რამდენ ქართველ სპორცმენს ყავს შეყვარებული,ყოფილი ცოლი და ახალი შეყვარებული ან ახალი ცოლი, რამდენს ქონია ჩავარდნა კარიერაში?!თუ მარტო ჩაკვეტაძისას ხედავთ?
ბექა
17 ივნისი 2022 15:17
2
ყველა გამოხმაურება
ყველაზე ცუდი ისაა, რომ ყველა მისი ბოლონმწვრთნელი ამბობს რომ ვარჯიშებზე არ იხარჯება და პასიურობს, ეს ერთს რო ერთქვა კიდე იტყოდი რო არ მოწონს და ძირავსო, მაგრამ გენტიდანაც მისი გაშვების ერთერთ მიზეზად ეს დასახელდა, ჰამბურგშიც იგივე პრობლემის გამო დაჯდა სკამზე, ნაკრებჭიც პასიურობაზე აპელირებს სანიოლი, ასე რომ არამგონია ეს თუ არ გადალახა, სადმე ფეხი მოიკიდოს.
გულშემატკივარი
17 ივნისი 2022 10:22
2
ჩაკვეს სულ პატარა ბიძგი უნდა და ცოტა მეტი მონდომება
დავიბრუნოთ ძველი ჩაკვე
თენგო
17 ივნისი 2022 10:11
0
გენტს და ჰამბურგს არ უნდათ, თან ჰამბურგის მწვრთნელმა ცუდად დაახასიათა. ასე რომ საქართველოში თუ წამოიყვანენ და დაეხმარებიან, მაგრამ აქაც თუ არ მოინდომა ტყუილად ხელფასს არავინ გადაუხდის
gio
17 ივნისი 2022 08:58
2
ყურები არ უნდა ჩამოყაროს დარწმუნებულივარ ისევ აღიდგენს ძველ ფორმას! წარმატებები ამძალიან მაგარ ბიჭს!
ჩაკვეს...
17 ივნისი 2022 09:59
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული