"ჩაკვეტაძეს ისევ იჯარით გაუშვებენ" - ბელგიური მედია

AutoSharing Option
"ჰამბურგმა" იჯარის წესით აყვანილი გიორგი ჩაკვეტაძის კონტრაქტი არ გამოისყიდა და მას "გენტში" დაბრუნება მოუწევს, რომელთანაც ხელშეკრულება 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.

demorgen-ი იტყობინება, რომ ჩაკვეტაძე და ანდერსონ ნიანგბო 1-ელ ივლისს "გენტში" გამოცხადდებიან, მაგრამ მათი კვლავ იჯარით გაშვების ალბათობა მაღალია.

voetbalkrant-ის ცნობით, "გენტს" ჯერ კიდევ აქვს სამუშაო მომსვლელი და წამსვლელი ფეხბურთელების მხრივ. ნიანგბოს და ჩაკვეტაძის დაბრუნება, პრინციპში, შესაძლებელია, თუმცა მათ და ოსმან ბუკარის, სავარაუდოდ, ისევ სხვა გუნდებში გაუშვებენ.

მოკლედ, ჩაკვეტაძეს ისევ იჯარით მოუწევს წასვლა, გასარკვევი მხოლოდ ისაა - სად.

მკითხველის კომენტარები / 21 /
Mgoni Tbilisis dinamo sjobia lideri caxdeba da konkureciac ikneba saqartvelos chempionatshi, batumis dinamoshi gadas lis momxre ar var pormas ver avhidgens
Shepaseba
17 ივნისი 2022 02:28
6
რა უნდა მოითხოვოს ისეთი კლუბმა რომ ბათუმს გაუჭირდეს ჩაკვეს იჯარით აყვანა , მითუმეტეს თუ ფორმაში შევიდა , 2023 უმთავრდება კონტრაქტი და ბათუმმა შეიძლება იმაზე დიდი მოგება ნახოს ვიდრე ხვიჩას გაყიდვით გამოიმუშავა . უშველეთ ამ ბიჭს და საქართველოს ნაკრებს , არ შეიძლება ჩაკვეს დაკარგვა .
ATP 16
16 ივნისი 2022 23:53
7
100%
ალეკო
17 ივნისი 2022 08:11
1
კარგი იქნება ბათუმის დინამოს თუ დაეხმარება ევროთასზე
ზურაბ
16 ივნისი 2022 23:27
4
წამოიყვანეთ ეს ბიჭი ბათუმში.
ეშველება მის პრობლემას დარწმუნებული ვარ.
დასაწყისში თითო ტაიმი და მჯერა 5-ი ტურის შემდეგ 90 წუთის სათამაშოდ იქნება მზად!
წაადგება თვიტონ გიოსაც და ბათუმის დინამოსაც გამოადგება. მხოლოდ ერთი წელი დაჭირდება ამ კაი ბიჭს ძველი ფორმის დასაბრუნებლად და უკეთეს ფორმაში ჩასადგომად!
აგერ გვაქვს ფაქტი ხვიჩა კვარაცხელიასი და ზურა დავითაშვილისა!
წინ გამარჯვებისკენ ქართულ კლუბებს. წარმატებები!
ბათუმელი ექსპერტი
16 ივნისი 2022 23:03
4
შენ მეგობარო სხვა ფაქტებს ხედავ.. დინამო ბათუმის გულშემატკივარი ვარ მეც ბათუმელი ვარ და ზურიკოს და ხვიჩას გასაჭირი თამაშიდან და ხასიათიდან გამომდინარე არ ქონია კარგად თუ გაიხსენებ,
თითო ტაიმიო რო ამბობ და ჩაკვეს მუშაობა რო ეზარება რა ვალდებულებები აქვს დინამო ბათუმს რომ სხვა ფეხბურთელები სკამზე დასვას და არასამართლიანად მოექცეს იმათ ვინც ფორმაშია და 16 საათი ვარდიშობს? ასე თუ გტკივა გული ანგარიშის ნომერი შევქმნათ და თანხა ჩაურიცხოთ)) მეათასეა ჩაკვეტაძე ქართველ ზარმაც ტალანტებში და შეეშვით რა..
შავი კაცი
17 ივნისი 2022 10:49
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული