"ნაპოლის" ახალი შენაძენის ხვიჩა კვარაცხელიას ბრწყინვალე თამაშმა საქართველოს ნაკრებში, იტალიელ გულშემატკივრებს შორის დიდი ინტერესი გამოიწვია. გუნდს მალე შეუერთდება მატიას ოლივეირა, ხვიჩასა და ურუგვაელ ფეხბურთელს დიადი მისია აკისრიათ, ერთმა ლორენცო ინსინიე, მეორემ კი ფაუზი გულამი უნდა შეცვალოს.
ოლივეირას კარგი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ესპანურ "ხეტაფეში" გამოდიოდა, კვარაცხელიას კი აუცილებლად მოუწევს აკლიმატიზაციის გავლა, რადგან გარემარბი ჯერ კიდევ პატარა ასაკისაა და "რუბინში" მხოლოდ რამდენიმე წარმატებული სეზონი ჩაატარა.
ოლივეირას კარგი გამოცდილება აქვს საერთაშორისო ასპარეზზე, რადგან ესპანურ "ხეტაფეში" გამოდიოდა, კვარაცხელიას კი აუცილებლად მოუწევს აკლიმატიზაციის გავლა, რადგან გარემარბი ჯერ კიდევ პატარა ასაკისაა და "რუბინში" მხოლოდ რამდენიმე წარმატებული სეზონი ჩაატარა.
იმავეს ამტკიცებს ყოფილი იტალიელი ფეხბურთელი და ამჟამად მოლდოვის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო ბორდინი. იგი კარგად
იცნობს როგორც ევროპულ, ისე ქართულ ფეხბურთსაც. ყოფილმა ნახევარმცველმა რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხვიჩაზე ზედმეტად ზეწოლა არ უნდა მოხდეს.
"ჩვენ ნამდვილად დიდ ნიჭზე ვსაუბრობთ, ძლიერ ფეხბურთელზე, რომელიც ძალებს ახალ ჩემპიონატში მოსინჯავს. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ გამორჩეული მოთამაშეა, ნეაპოლიტანელი გულშემატკივარი თავის ფეხბურთელს დიდ სითბოსა და მუხტს აძლევს, თუმცა ხვიჩას დრო უნდა მიეცეს, რათა იტალიურ ფეხბურთში დამკვიდრდეს" - განაცხადა ბორდინიმ
კვარაცხელიას რთული, მაგრამ მაინც პოზიტიური სეზონი ჰქონდა, მარტში რუსეთ-უკრაინას შორის არსებული ომის გამო, ქართველმა ყაზანის "რუბინთან" კონტრაქტი გაწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა. 8 გოლი დინამო "ბათუმის" რიგებში და 3 საქართველოს ნაკრებში ერთა ლიგის 4 მატჩში, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრები C ჯგუფის პირველადგილოსნად აქცია და ახლოსაა B დივიზიონში ისტორიულ აღზევებასთან.
მომზადებულია Corriere dello Sport-ის მიხედვით
წარმატებები ხვიჩა,
გენაცვალეეეეეეეეეეე!!!