ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

ლუჩესკუმ წიტაიშვილი შვეიცარიაში წაიყვანა - ათამაშებს ჩემპიონთა ლიგაზე?

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 21 წლის ნახევარმცველი გიორგი წიტაიშვილი დღეს კიევის "დინამოსთან" ერთად შვეიცარიაში წინასასეზონო შეკრებაზე გაემგზავრა.

"დინამოს" მწვრთნელმა მირჩა ლუჩესკუმ შეკრებაზე 25 ფეხბურთელი წაიყვანა, კიდევ რამდენიმე კი გუნდს შვეიცარიაში შეუერთდება, სადაც ადგილობრივ კლუბებთან საქველმოქმედო მატჩებს ჩაატარებენ.

ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში "დინამო" "ფენერბახჩეს" 20 ივლისს პოლონეთის ქალაქ ლოძში უმასპინძლებს, საპასუხო შეხვედრა კი 26 ან 27 ივლისს სტამბოლში გაიმართება.

წიტაიშვილი "დინამოს" იჯარის წესით "ვორსკლაში", "ჩერნომორეცსა" და "ვისლაში" ჰყავდა გაშვებული და ახლა მშობლიურ გუნდში დამკვიდრების და ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის შანსი მიეცემა.

მოკლედ, მალე გაირკვევა, დაიტოვებს თუ არა ლუჩესკუ გიოს თუ ისევ იჯარით სადმე გაუშვებენ.