საქართველოს ნაკრების ნახევრმცველ გიორგი წიტაიშვილს კიევის "დინამოსთან" ხელშეკრულება 2025 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გასული სეზონის მეორე ნახევარში იჯარის წესით "ვისლაში" თამაშობდა და ჯერ უცნობია, სად გააგრძელებს კარიერას. თავისი გეგმების შესახებ მან ua-football-თან ისაუბრა:
"არაფრის განხილვა არ შემიძლია, მე "დინამოსთან" მაქვს კონტრაქტი. არ ვიცი, როგორ ჩატარდება უკრაინის ჩემპიონატი. ველოდები, როდის მიიღებენ გადაწყვეტილებას. ასევე ველი იგორ და გრიგორი სურკისების გადაწყვეტილებას, ჩვენ მათთან ჯერ არ გვისაუბრია. ჯერ კონკრეტიკა არ არის. ჯერ უნდა გავიგო, როგორი გეგმები აქვს "დინამოს". ყველაფრის მოსაფიქრებლად დრო არის.
ძნელი სათქმელია,
სად მსურს თამაში. ის, როგორი დამოკიდებულება აქვთ ევროპაში ლეგიონერების მიმართ, უკრაინისგან განსხვავებულია. მინდა ასეთივე დამოკიდებულება იყოს. იქ კი მნიშვნელობა არ აქვს, ან უკრაინა ან კიდევ სადმე. საქმე მხოლოდ ნდობაში როდია. მწვრთნელი არ ამბობს: "გიო, მიდი და გააკეთე, რაც გინდა". შენს გარშემო დამოკიდებულება - ადმინისტრატორი, ვიცე-პრეზიდენტი, სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები... ეს ყველაფერი თვითდაჯერებულს გხდის".
ძნელი სათქმელია,