"ვალენსიას" პრობლემა აქვს და მამარდაშვილს ახალ კონტრაქტს ვერ უფორმებს - "მანჩესტერმა" კი ქართველს დაურეკა და...

AutoSharing Option
ავტორიტეტული ესპანური გამოცემა AS-ის ინფორმაციით, "ვალენსიას" გუნდის ქართველ მეკარე გიორგი მამარდაშვილთან კონტრაქტის გახანგლძრივების თაობაზე პრობლემები შეექმნა.

გუნდსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეული იყო, ჩვენებური თანახმა იყო, რომ შრომითი ხელშეკრულება 2027 წლამდე გაგრძელებულიყო და მისი გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევრო იქნებოდა, თუმცა...

ჯერჯერობით, "ვალენსია" თავს იკავებს მოთამაშეებთან კონტრაქტის გახანგლძრივებისგან, რადგან ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, ფინანსური ფეირ-პლეი დაარღვიოს.

მაგალითისთვის, თუ გიო "ღამურებთან" ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, მისი ანაზღაურებაც გაიზრდება, რაც გუნდში სახელფასო ჭრილს კიდევ უფრო გაზრდის.

ახლა "ვალენსიას" ფეხბურთელთა გაყიდვა ესაჭიროება. რათა
ახალი კონტრაქტებიც გააფორმოს და მოთამაშეებიც დაიმატოს, ასეთ შემთხვევაში კი ლა ლიგაში არსებულ ფინანსურ ფეირ-პლეის არ დაარღვევს.

აქვე AS წერს, რომ ამ სიტუაციას ინტერესით აკვიდება "მანჩესტერ იუნაიტედი"... დღეები გადის და მიუხედავად იმისა, რომ მამარდაშვილსა და კლუბს შორის შეთანხმება არსებობს, ახალი შრომითი ხელშეკრულება არ ფორმდება.

დღეის მდგომარეობით, ქართველის გამოსასყიდი თანხა 20 მილიონი ევროა და მას საკმაოდ მცირე ხელფასიც აქვს. ჩვენი ესპანელი კოლეგები წერენ, რომ "წითელი ეშმაკები" მამარდაშვილს უკვე შეეხმიანნენ და პირველი კონტაქტიც დაამყარეს... AS-ის ინფორმაციისთვე თუ "იუნაიტედი" ამ ტრანსფერზე გააქტიურდა, "ვალენსია" კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არ აღმოჩნდება.
მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგარი ტიპაჟია ჯერ მარტო! გაიხარე ქართველო!
ჰიჰი
27 ივნისი 2022 00:57
1
მამარდაშვილს წარმატებები მაგრამ სანამ ლორია არის ნაკრებში უკონკურენტოა
Napoleoni
26 ივნისი 2022 23:12
28
თუ დამიჯერებთ, ნოიერი როცა შალკეში თამაშობდა, მაშინ ვთქვი, რომ ის გერმანიის ნაკრების მეკარე გახდებოდა ( ზოგადად გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ), ახლაც ვამბობ, რომ მამარდაშვილი თავისი ტალანტით მაიფლიოში საუკეთესო თუ არა, სამეულის მეკარე იქნება კარგა ხანს!!!
26 ივნისი 2022 21:31
1
ეგ კი ვიცი რაცაა, მარა ის ვერ გავიგე, ამას გუნდს რატო უთვლიან დარღვევას, რას დახარჯავს წააგებს თუ მოიგებს ვისი რა საქმეა.
ნიკის
26 ივნისი 2022 20:43
1
მთავარია არაფერი დაიკარგება
ვილსონი
26 ივნისი 2022 21:14
0
იმედია, ყველაფერი მოგვარდება და მამარდას ხელი არაფერში შეეშლება.
რატი
26 ივნისი 2022 16:10
0
ეს ფეირპლეის პრინციპი რაა გამოგო და მეტი არ მინდა რა.
roma
26 ივნისი 2022 13:16
2
ამ შემთხვევაში: გუნდი არ ხარჯავს იმაზე მეტს ვიდრე გამოიმუშავებს
ნიკი
26 ივნისი 2022 14:59
0
გიო მაგარია ბევრი რამით ბუფონს მაგონებს.
წარმატებები!
ჯორჯი
26 ივნისი 2022 12:56
0
დეხეასაც დასვავს სკამზე მალე თუ გადავიდა
ემიგრანტი
26 ივნისი 2022 12:31
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული