Geo Team: საბა კვირკველია კარიერას აზერბაიჯანში განაგრძობს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია კარიერას აზერბაიჯანულ "ნეფთჩიში" განაგრძობს.

ამავე წყაროს ცნობით, ჩვენებური, ბაქოურ კლუბთან ხელს 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს. Geo Team წერს, რომ არც თბილისისა და არც ბათუმის "დინამოს" საბა კვერკველიასთვის კონტრაქტი არ შეუთავაზებიათ. ქართული გუნდებიდან ინტერესი მხოლოდ ქუთაისის "ტორპედომ" გამოიჩინა.

კვირკველია ბოლოს ეროვნული ლიგის ბინადარ "გაგრაში" თამაშობდა, სადაც 12 შეხვედრა ჩაატარა.

რაც შეეხება "ნეფთჩის", კლუბმა გასულ წელს აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს, სადაც მათი მეტოქე კვიპროსული "არისი" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
Benios Saba kiara bevri jobia saqartveloshi,ra magrad ikargeba xolme gegoneba burgi pirvelad naxao...
Givi
04 ივლისი 2022 10:51
0
ამხელა გამოცდილების ფეხბურთელი თანაც ფინანსებზე არ დახარბებული აზერბაიჯანისთვის რომ დაღვრის ოფლს და შენ საქარ თველოს წარმომადგენელ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობ და ცენტრ დაცვა ში კყავს ორივე მოუქნელი ზანტი მცველები რომლებიც ტაკტიკაშიც მოიკოჭლებენ.და მცდელობაც კი არ გაქვს რომ ეს შესაძლებლობა და შანსი გამოიყენო შედეგიც არ დააყოვნებს.
გიორგი
03 ივლისი 2022 21:12
0
მგონი ცალფეხა საბა ბენიოს ბევრჯერ ჯობია!! დავფანტეთ ისევ ძლივს მოქუჩებული ჩემპიონატი რა ხალხი ვართ რა((
Miro
03 ივლისი 2022 20:03
0
ევროთასებზე წარმატებით გამოსვლის პრეტენზია რო გაქვს და დაცვის ცენტრი გყავს ნული, სუსტი საქართველოს ჩემოიონატის უსუსტესი გუნდები რო ადვილად გიტანენ გოლებს საბას დონის მცველი როგორ უნდა გაუშვა ხელიდან ბათუმის დინამო? იყავით აზაცკი კობახიძის იმედზე.
abe
03 ივლისი 2022 18:27
3
აზაცკის კიდე არაუშავს ხანდახან. აი კობახიძე ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს
Superman
03 ივლისი 2022 19:09
1
ნეფთჩიში გადავიდა სრულიად უფასოდ და ჩვენი დინამოები დუმანნ ... ვერაფერი გავიგე ვერც ბათუმის და ვერდ თბილისის დინანოსი ... ბათუმის დინამო არ წუწუნებს ხოლმე მაგრამ აი თბილისის დინამო რომ დაიწყებს წკმუტუნს და ლეგიონერების დაბალ დონეზე საუბარს ყოველთვის აი ეს ფაქტი უნდა ავაფაროთ ყველამ სახეზე
bejo
03 ივლისი 2022 17:59
1
წარმატებები საბა. იმედია კონფერენც ლიგაზე შეხვალთ ჯგუფში.
ილია
03 ივლისი 2022 16:55
0
Megobaro tavidan textshi dinamoebi naxsenebi ar kofilan mere chaamates,ase rom chveni brali araaa))
Givi
03 ივლისი 2022 16:35
0
Oh dinamoebooo!!!karabaxi mainc kofiliko nefchii???
Givi
03 ივლისი 2022 15:26
2
ეეჰ საბა!თუ ევროპაში ვერ წახვიდოდი,წასულიყავი ბათუმში.როგორ სჭირდებათ შენი თავი.
სოსო
03 ივლისი 2022 15:23
8
წავიკითხე,როგორ არ წავიკითხე,მაგრამ ეს უკეთესი ვარიანტი იქნებოდა მისთვისაც,ბათუმისთვისაც და ნაკრებისთვისაც.გაგრას თვითონ შესთავაზა,რამდენადაც მახსოვს და მგონი აქაც შეეძლო,იგივე.ბათუმელებს წარმატებებს ვუსურვებ,მაგრამ როცა გამოვარდება,დიდი შანსია,რომ დაცვის ცენტრის სისუსტის გამო გამოვარდება და სწორედ ამის თავიდან აცილება შეეძლო საბას.არ ვიცი,რატომ არ ისურვა ბათუმის ხელმძღვანელობამ,მასთან დაკონტაქტება მაინც.საბამ წონა დაიგდო,ფორმა თითქმის აკრიფა და არ მემეტება აზერბაიჯანისათვის.სინანულისაა ჩემი რეპლიკა და არა საყვედურისა.
სოსო
03 ივლისი 2022 16:48
3
სტატია წაიკითხე სრულიად,სოსო მეგობარო , არ შეუთავაზებია არც ერთ დინამოს თანამშრომლობა და რანაირად გადასულიყო?
dimo
03 ივლისი 2022 16:40
1
ყველა გამოხმაურება

სიახლეები პოპულარული