ქართული ფეხბურთი

ლეგიონერები

კვირკველია უკვე ბაქოშია და "მენავთობე" გახდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 30 წლის ცენტრალური მცველი საბა კვირკველია მალე "ნეფთჩის" ფეხბურთელი გახდება.

azerisport-ის ცნობით, კვირკველია ბაქოში ჩავიდა, სამედიცინო შემოწმება გაიარა და უახლოეს ხანში ორსეზონიან კონტრაქტს გაუფორმებენ.

"მენავთობეები" კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიმასოლის "არისს" დაუპირისპირდებიან - 21 ივლისს ლარნაკაში და 28 ივლისს ბაქოში. ასე რომ, საბას ახალ გუნდში გადასვლისთანავე პირდაპირ ევროტურნირებზე ასპარეზობა მოუწევს.

ადრე ეს კლუბი თემურ ქეცბაიასთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, მაგრამ ქართველმა შემადგენლობის გასაძლიერებლად ბიუჯეტის გაზრდა მოითხოვა და მხარეები ვერ შეთანხმდნენ, რის შემდეგაც რუმინელი ლაურენციო რეგეკამფი მიიწვიეს, ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს
და სეზონურ გასამრჯელოდ 480 ათასი ევრო დაუნიშნეს.

ასევე დაგაინტერესებთ