Geo Team: საბა კვირკველია კარიერას აზერბაიჯანში განაგრძობს

AutoSharing Option
Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების მცველი საბა კვირკველია კარიერას აზერბაიჯანულ "ნეფთჩიში" განაგრძობს.

ამავე წყაროს ცნობით, ჩვენებური, ბაქოურ კლუბთან ხელს 2-წლიან კონტრაქტს მოაწერს. Geo Team წერს, რომ არც თბილისისა და არც ბათუმის "დინამოს" საბა კვერკველიასთვის კონტრაქტი არ შეუთავაზებიათ. ქართული გუნდებიდან ინტერესი მხოლოდ ქუთაისის "ტორპედომ" გამოიჩინა.

კვირკველია ბოლოს ეროვნული ლიგის ბინადარ "გაგრაში" თამაშობდა, სადაც 12 შეხვედრა ჩაატარა.

რაც შეეხება "ნეფთჩის", კლუბმა გასულ წელს აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში მე-2 ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს, სადაც მათი მეტოქე კვიპროსული "არისი" იქნება.
მკითხველის კომენტარები / 13 /
Benios Saba kiara bevri jobia saqartveloshi,ra magrad ikargeba xolme gegoneba burgi pirvelad naxao...
Givi
10:51 04-07-2022
0
ამხელა გამოცდილების ფეხბურთელი თანაც ფინანსებზე არ დახარბებული აზერბაიჯანისთვის რომ დაღვრის ოფლს და შენ საქარ თველოს წარმომადგენელ გუნდს ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობ და ცენტრ დაცვა ში კყავს ორივე მოუქნელი ზანტი მცველები რომლებიც ტაკტიკაშიც მოიკოჭლებენ.და მცდელობაც კი არ გაქვს რომ ეს შესაძლებლობა და შანსი გამოიყენო შედეგიც არ დააყოვნებს.
გიორგი
21:12 03-07-2022
0

სიახლეები პოპულარული