ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიში" გადასვლის გამო იტალიაში დიდი აჟიოტაჟი და მოლოდინია. ამჯერად ქართველს ზეაღმატებულ სტილში წერილი ilnapolista-მ მიუძღვნა.
კვარაცხელია, თითქოს, საფეხბურთო მულტფილმიდან გამოდის
"მისთვის ფაციფუცის გარეშე. ეს ფსონის დადებაზე მეტია, ის თვითნაბადი ტალანტია. პარატიჩს მისი "იუვენტუსში" წაყვანა უნდოდა. თბილისიდან ისეთ თბილ ადგილას ჩამოვიდა, როგორიც ნეაპოლია. "ზიზი" ქართველი თბილისიდან, რაც თბილ ადგილს ნიშნავს, რაც კიდევ უფრო ცხელია, ვიდრე ემოციური დენთის კასრი, როგორიც დღევანდელობაში ნეაპოლია?
შთაგონება, რომელიც მოძრაობებით კაკას მოგვაგონებს, კარისაკენ დრიბლინგისას დახრილი მანერითა და სწრაფვით. ის დაიბადა 2001 წლის 12 თებერვალს, ერთი
დღის შემდეგ, როცა დელ პიერომ, ინძაგიმ და კოვაჩევიჩმა "ნაპოლი" დაამარცხეს, როცა ნეაპოლელებმა სეზონი ზემანის ხელმძღვანელობით დაიწყეს და მონდონიკოთი დაასრულეს, როცა სამყარო სექტემბერში ტყუპი კოშკების ჩამონგრევის შედეგად შეიცვალა.
Cuarascelia - ასე წარმოითქმის. ის ისტორიისა და კულტურის, დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ქვეყნიდან მოდის, სადაც ზღვის ქარი ქრის და თერმული დინებებია. როგორც ადრე იტყოდნენ, ხვიჩა მარცხენა გარემარბია, თუმცა იქ ითამაშებს, სადაც დააყენებენ. ორივე ფეხით თამაშობს, თავი მუდამ მაღლა აქვს აწეული, პასიც ეხერხება და კარში დარტყმაც. ისე მოჩანს, საფეხბურთო მულტფილმიდან გამოდის: გრძელი ნაბიჯით, გეგონება იშლება, მაგრამ იხრება, კოორდინაციას არ კარგავს და ბურთს იმდენად აკურატულად ეპყრობა, რომ 2019 წელს ევროპის ყველაზე პერსპექტიულ 50 ფეხბურთელს შორის შედიოდა.
რაც შეეხება მის შეძენას, რა თქმა უნდა, ნეაპოლში ყოველგვარი ხმაურის გარეშე ჩამოდის. ჩამოდის ინსინიესთან დამშვიდობებისა და მერტენსთან ურთიერთობის დასრულების შემდეგ. ეს 21 წლის ბიჭი თვითნაბადი ტალანტია, ძლიერია მეურვესთან ერთი-ერთზე, მოედანზე მეტოქის კარსა და პარტნიორებს ხედავს, შეუძლია გოლის გატანა და საგოლე გადაცემის გაკეთება. ნეაპოლელთა უაპელაციო და უდაბურ ენთუზიაზმს შორის საერთო დუმილში კი შუძლია გახდეს ახალი აღორძინების ციკლის ჭეშმარიტი სიმბოლო.
პარატიჩმა "იუვენტუსში" გადასაყვანად ქართველს წინასწარი გარიგება გამოგლიჯა, მაგრამ ფაბიოს ტურინელებთან დამშვიდობებამ, ის დანაპირებისგან გაანთავისუფლა. თბილისიდან, თბილ ნეაპოლში მას შეუძლია საბოლოოდ მოგვიძღვნას საკუთარი თავი და წარმატებისათვის გვაკურთხოს.
Benvenuto Zizi! - კეთილი იყოს შენი მობრძანება "ზიზი".
ხვიჩა=კაშკაშა=Luminosa მეგრულ ენაზე✊