თბილისის "დინამოს" მეკარე "სპორტინგში" გადავიდა

AutoSharing Option
18 წლის მეკარე პაპუნა ბერუაშვილი იჯარის წესით "სპორტინგში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისური კლუბი თავისი საიტით ავრცელებს:

"დინამოს აკადემიის აღზრდილი 18 წლის მეკარე - პაპუნა ბერუაშვილი, ერთწლიანი იჯარით კარიერას პორტუგალიური გრანდის - სპორტინგის რიგებში გააგრძელებს. 2023 წლის ზაფხულში ლისაბონურ კლუბს ახალგაზრდა მეკარის გამოსყიდვის უფლება ექნება.

პაპუნა ბერუაშვილი დინამოს აკადემიის აღზრდილია და ჩვენი კლუბის აკადემიაში 2016 წლიდან ირიცხება. ბერუაშვილი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეკარე გახლავთ".

მკითხველის კომენტარები / 5 /
სწორედ მაგაშია საქმე, რომ სხვაგან გადავიდა ისე როგორც მამარდაშვილი და საკუთარ აღზრდილს ვერ იყენებს. ვიღაც სიქიმი უდგას კარში ამ დროს. ეგაა ფიფიას მაფია და რა მენეჯმენტიც ყავს ისეც მისდის საქმე
ანესთეზეოლოგი
10 ივლისი 2022 11:09
3
წარმატებები პაპუნას!!! ალბათ მამარდაშვილის პრეცენდენტი დიდი მოტივაციაა სხვა ქართველი მეკარეებისთვის.
რამდენია სიმაღლეში ხომ არ იცით? ვერსად ვერ მოვიძიე.
Felisio
09 ივლისი 2022 23:02
0
წარმატებები. დინამოს და სპაერის ამხანაგური ძალიან ჩამრჩა გონებაში, მაშინ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება დატოვა და იმედია განვითარდა მის შემდეგ, უფრო სტაბილური გახდა და ბევრი ისწავლა. თორე ეგრე მამარდაშვილსაც ცენტრიდან გაშვებულ გოლს უხსენებდნენ ვერაფერი გამოუვაო მაგრამ კი არის ვალენსიას ძირითადში :) მოკლედ მენტალური სიძლიერე, სტაბილურობა და შრომა, წარმატებებს გისურვებ
deme
09 ივლისი 2022 21:26
0
რუსთავში თამაშობდა მაშინ, რომელი მატჩია ზუსტად არ ვიცი. მითუმეტეს პირველი სეზონი იყო მის პროფესიონალურ კარიერაში.
Deme
10 ივლისი 2022 12:13
0
... გოლი ცენტრიდან? შეიძლება სადმე ვიდეო ჩანაწერის ნახვა?
მადლობა
გიორგი
10 ივლისი 2022 11:04
0

სიახლეები პოპულარული