ხვიჩამანია დაიწყო - პირველი გოლი და საგოლე გადაცემა "ნაპოლიში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დიმაროში შეკრებაზე ორმხრივ თამაშში ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა.

პრესკონფერენციაზე გუნდის მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ახალწვეულები დაახასიათა: "კვარაცხელია და ოლივეირა მაღალი დონის ფეხბურთელები არიან, რომელთაც ძალიან ვენდობით. ჯერ ინდივიდუალურად ვარჯიშობენ, რათა თანდათან მაქსიმალურ ფორმაში ჩავაყენოთ. კვარას კიდევ სჭირდება ვარჯიში, მისი უნარები ვიცით და საკმაოდ მშვიდად ვართ. ორივეს ფასი ვიცით და გვიხარია, რომ ჩვენთან არიან".

Areanapoli აღნიშნავს, რომ ნეაპოლური გუნდის ვარჯიშს გულშემატკივრები დაესწრნენ, ხვიჩას "მანია" დაიწყო, კვარაცხელიას ხუმრობით მესის უწოდებენ, ქართველის გამო ჭკუაზე არ არიან და მის თამაშს მოუთმენლად
ელიან.

Ilnapolista წერს, რომ ქართველმა ფეხბურთელისთვის უჩვეულო 77-ნომრიანი მაისური აიღო და მოლოდინი დიდია.

"კორიერე დელო სპორტმა" "ნაპოლის" ვარჯიში კვარაცხელიას სურათების კოლაჟით გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა, რომ ტექნიკის დემონსტრირება მოახდინა და შოუ მოაწყო.

მკითხველის კომენტარები / 24 /
“ხვიჩამანია” დაიწყო!!! დააცადეთ დაიწყოს ჩემპიონატი, წინასწარ ნუ ატეხავთ ერთ ამბავს! არ წაადგება ფსიგოლოგიურად!!!
კოკო
21:12 10-07-2022
0
“ხვიჩამანია” დაიწყო!!! დააცადეთ დაიწყოს ჩემპიონატი, წინასწარ ნუ ატეხავთ ერთ ამბავს! არ წაადგება ფსიგოლოგიურად!!!
კოკო
20:59 10-07-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული