14 ივლისს "ნაპოლი" "ანაუნიას" დაუპირისპირდა და არასაფეხბურთო ანგარიშით, 10:0 დაამარცხა.
ნეაპოლური გუნდის შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიას შესანიშნავი დებიუტი გამოუვიდა, ქართველმა ფეხბურთელმა თავი 2 გოლითა და 1 ასისტით გამოიჩინა.
მატჩის დასრულების შემდეგ ლუჩანო სპალეტიმ "კვარაზე" მოკლე კომენტარი გააკეთა:
"ხვიჩა ის ფეხბურთელია, რომელიც მოწინააღმდეგეზე ხშირად მიდის, მარჯვენა და მარცხენა ფეხით დარტყმებს მშვენივრად ახორციელებს. ბრწყინვალე ფეხბურთელია. ვფიქრობ, ინსინიეს შემცვლელად მისი მოყვანა სწორი გადაწყვეტილება იყო".
მომზადებულია sportnapoli-ს მიხედვით