"ვერ ვივიწყებ, როგორ გაუშვა "ლოკომოტივმა"; აუცილებლად ვარსკვლავი გახდება..." - რუსები ხვიჩას ნეაპოლურ დებიუტს აფასებენ

AutoSharing Option
გუშინ, 14 ივლისს, "ნაპოლის" შემადგენლობაში ხვიჩა კვარაცხელიამ პირველი შეხვედრა ჩაატარა. შეგახსენებთ, ქართველი ლეგიონერის გუნდმა "ანაუნეს" 10:0 მოუგო.

მატჩის დასრულების შემდეგ სპალეტიმ ხვიჩა შეაქო და თქვა, რომ ინსინიეს შეცვლა მას ნამდვილად შეუძლია, რასაც რუსი გულშემატკივრები გულთბილად გამოეხმაურნენ და ჩვენებურს წარმატებები უსურვეს:

"შეხვედრა 10:0 დასრულდა. რა თქმა უნდა, ფეხბურთელის შესაძლებლობები მკაფიოდ ჩანს".

"ვფიქრობ, სპალეტი და სხვა პროფესიონალი მწვრთნელები ვარჯიშზე, მოყვარულებთან და პროფესიონალებთან თამაშში ერთნაირად ხედავენ სპორტსმენის შესაძლებლობებს. ის მოედანზე მაინც მოძრაობს, გარბის, ალბათ, დიდი სხვაობაც არაა. თუ ხვიჩა ბურთითაა და აჩქარებაზე წავიდა,
მაშინ ყველაფერი ნათელია".

"ვერ ვივიწყებ, თუ როგორ გაუშვეს "ლოკომოტივის" ბოსებმა კვარაცხელია... ჯამბაზები...".

"და როცა თქვეს, ინსინიეს შემცვლელად მიგვყავსო, სიცილი დაიწყეთ, შეგვეძლება სერია A-ს ყურება მომდევნო სეზონში? მჯერა, ხვიჩა მაგრად ითამაშებს".

"დიდი ალბათობით, მაგრად ითამაშებს, თანაც რაღაცით ინსინიეს ჰგავს, სისწრაფე, ტექნიკა, მოედნის კარგი ხედვა".

"ხვიჩა "რუბინში" ძალიან მომწონდა, ძალიან ნიჭიერია. გულით გამიხარდება, თუ "ნაპოლიში" წარმატებას მიაღწევს".

"ვუყურე "კვარას" გუშინდელ თამაშს და როგორც ყოველთვის, ყოველი გოლის შემდეგ მოკრძალებულად იქცეოდა. დიდი ფეხბურთელია, იმედი მაქვს, რომ ვარსკვლავი გახდება. აბა, შენ იცი, ხვიჩა, წარმატებები".


მკითხველის კომენტარები / 9 /
Როგორც ყოველთვის ბრძნული აზრები გადმოაფრქვიე...თავი მარტო იმოტომ არ აქვს ადამიანს რომ ბალიშზე დადოს
G.A L-ს
00:57 16-07-2022
1
ძალიან სასიამოვნოა, როდესაც უცხო ერის წარმომადგენელი,შენი ქვეყნის ტალანტებს ასე პატივისცემით მოიხსენიებს!
ვახო...
19:15 15-07-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული