"ნაპოლიში" კი არა "რეალში" რომ ითამაშო მკიდია უკვე..." - სანაია ხვიჩაზე სტატუსს ავრცელებს

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიას პრეს-კონფერენციაზე კომენტარს საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე აკეთებს:

"ქართველს, ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, უკრაინაზე რომ გკითხავენ და იტყვი, პოლიტიკაში არ ვერევიო, ნაპოლიში კი არა, რეალში რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე. ამის გამო ერთხელ კრიტიკული სტატუსი დავწერე. მერე ვიფიქრე, იქნებ ბათუმში გადასვლის შემდეგ მაინც თქვას-მეთქი რამე და ცოტა შევარბილე. ისევ ხმა არ ამოიღო. ახლა იტალიაშია, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს და იქაც კრინტი ვერ დაძრა პუტინზე.

არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს ასეთი რუსულ კლუბთან, მაგრამ მართლა ვერ ვუგულშემატკივრებ, სანამ
მკაფიო პოზიცია არ ექნება უკრაინაზე. ფეხბურთი ბოროტებაზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. ფეხბურთი პოლიტიკისგან არ იმიჯნება" - წერს ვახო.

alt"ახლა კვარაცხელიასგან გამოძერწეთ მტერი! ისე ხომ გვაკლია..." - მერაბ მეტრეველი ხვიჩას მხარდაჭერას უცხადებს

alt"მძიმე ამბავია და გაფრთხილებთ, ეს პოსტი არ მოგეწონებათ…" - გიგა მაქარაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე სტატუსს ავრცელებს

alt"რახან მაინც და მაინც პუტინ ხ*ილო რომ არ თქვა და სლავა უკრაინე, უკვე ცუდი ბიჭია?..." - უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძე კვარაცხელიას მხარდამჭერ სტატუსს აქვეყნებს

მკითხველის კომენტარები / 90 /
ვახო სანაია, რას გეტყვი იცი? აი შენ მართლა ძაან მკიდიხარ ვინც ხარ და სადაც ხარ

იცოდე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ნუ ახდენ ხვიჩაზე, ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს ძალიან გვიყვარს ხვიჩა, ამ ბიჭის იმედი გვავს და არ გაბედო მეორედ ამ ბიჭზე შენი ბინძური აზრების გადმოფრქვევა
sormona
11:28 16-07-2022
5
…მთელ საქართველოს, რომ კიდიხარ, ხომ კარგად იცი ???!!! ხვიჩას ნეკა თითის ფრჩხილის ფასადაც რომ არ ღირხარ .ესეც ხომ კარგად ვიცით!!!
დათო
13:01 16-07-2022
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული