ტელეკომპანია "იმედზე" გადაცემა "ჩვენ ოჯახის" პირდაპირ პირდაპირ ცნობილი ტელეწამყვანი და სპორტული კომენტატორი, დიმა ობოლაძე ხვიჩა კვარაცხელიას გარშემო ატეხილ ამბავს გამოეხმაურა:
"ქართველი სპორტსმენი წარმატებას რომ აღწევს, იქ ტალახაძე იყო ახლა ეს, გიენები რომ გამოხტებიან... ერთი რაღაც მინდა მოკლედ გითხრათ, სახელებს არ დავასახელებ, მითუმეტეს რამდენიმე მათგანთან ნამუშევარი ვარ, ვინც გამოვარდა და ხვიჩა კვარაცხელიას ეცა, ეტაკა, თან ისე, რომ მოსმენილიც არ გაქვს შეოჯახაშენებულო. დამიჯერეთ, თავ-პირს წაიმტვრევთ ამ თემებზე საუბრით, დამიჯერეთ.
იტალიის ნაკრებზე გამოვარდნენ და დაჭერილია ის, რა დროს ესაა და რატომ გიხარიათ, ცოტას
ხო არ აპიპინებთ? მართლა სერიოზულად გეუბნებით, მეტ არაფერს ვიტყვი, არც სახელებს ვიტყვი და არც გვარებს, არ მაინტერესებს სხვა არაფერი, ქართველ სპორტსმენებს, რომლებსაც მილიონჯერ მეტი აქვთ გაკეთებული და კიდევ გააკეთებენ, თავი დაანებეთ, პირდაპირ გეუბნებით, წაიმტრევთ თავ-ყბას, იმიტომ რომ ეს თქვენთვის წამგებიანი თემაა. როდესაც რაღაცას დადებ და მერე წაშლი, იმის თავიც უნდა გქონდეს, რომ დატოვო და შენს პირველ ჩვენებას მიაწვე. მეტი არაფრის თქმა არ მინდა, ამათთვის პასუხის გაცემებით საზრდოობენ შემდეგ და მიდის ერთი ამბები.
ბიჭი გამოვიდა, თქვა წამოვედი რუსეთიდან საქართველოში, რაუნდა გაეკეთებინა, წამომხტარიყო და თქვენ რასაც იძახით ისინი ეძახა? თქვენზე ნაკლები პატრიოტი ნახეთ ეს ბიჭი თუ რა? ჩავიდა "ნაპოლიში", მარადონა იყო იმ გუნდში და "კვარადონას" ეძახიან, 2 გოლი გაიტანა, პასი მისცა, მხარი დაუჭირეთ თუ შეგიძლიათ, თუ არადა ჩუმად იყავით, ელემენტარული რაღაცაა, ამაზე ლაპარაკი არც ღირს, ბიჭი სულ იცინის, რაღაც სხვა სამყაროში მოხვდა, თქვენ საერთოდ რომ არ იცინით, დაჭიმული ზამბარებივით რომ დახტიხართ და დილიდან ვის რა ავნოთ იმაზე ფიქრობთ...
ვერ ვხვდები სპორტსმენებს ერჩიან, ტალახაძეს ერჩიან, საქართველოს ნაკრებს ერჩიან, თქვენს სურათს გულზე არასდროს არ დაიხატავს, კვარაცხელიას ერჩიან, დაანებეთ სპორტსმენებს თავი, ყველაფერს თავი დაანებეთ თქვენზე ჯანზე არიან და კურდღლებივით არ იმალებიან, წარმატებას რომ მიაღწევენ გამოვარდებიან და ბოდიალობენ რაღაცეებს, გაკვირვებული ვარ, წლები ვმუშაობდი ამ ხალხთან, მიხედეთ თქვენს სფეროებს და იქ იტრიალეთ თუ რამე გამოგივათ, შეეშვით ამათ" - განაცხადა დიმამ.
ისე, რაც ელიზბარაშვილიმა ალალად აგინა იმის მერე სუუულ მეცოდება ეს უბედური, ეს გლახა ესა.
სანაიამ რაც ისაუბრა -ყველაფერია 100%% ოღონდ სხვა ფორმით, არა იმ ფორმით რომ ადანაშაულებ, უფრო რჩევის კუთხით უნდა ეთქვა.
მოკლედ- მტერს- მტერი უნდა დაარქვა და ძველ ქართულად- ,,მტერს მტრისას, მოყვარეს მოყვრისა,,- ცხოვრების წესით უნდა იცხოვრო,თორემ ქ ა რ თ უ ლ ი არაფერი დარჩება-გაქვს და-სახელმწიფოსაც დავკარგავთ,ისიც უნდა გესმოდეს ,,პატრიოტ,, - მტრის დაფასებიდან მონობამდე-ერთი ნაბიჯია,და მონობიდან- გადაგვარევამდე-ორი(!),რამდენჯერ იყავით ერთი ყმაწვილო- საოკუპაციო ზოლის გასწვრივ და იქ მცხოვრები ქართველების- მტერთან უღირსად ცხოვრებით გულისტკივილი გაზიარებულ- გათავისებული(?!).
რაც შეეხება ჩვენ ტალანტებს,მათ-მსოფლმხედველობას,რაც განათლება,ინტელექტის,აქედან გამოდინარე მენტალიტეტიდან ყალიბფება-ნებისემიერ შემთხვევაში- პატივი უნდა ვცეთ,ხელის გულზე უნდა ვატაროთ,ისინი ქართული გენის ნიჭიერებას,შესაძლებლობებს აცნობენ მთელ სამყაროს,რაც თითოეული ქართველის საამაყო არის- უნდა იყოს,ე.ი. ს ა ა მ ა ყ ო შვილები არიან
და მხოლოდ- დიდი პატივისცემა- მოკრძალებით!
ზოგადად- როცა ქართველობა დაიწყებს ცხოვრებას-,,ჯერ ერი და ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო და მერე ის,რასაც განგება მარგუნებს,, ეეე,მერე შევქნით წარმატებულ,მტკიცე და მყარ სახელმწიფოს და შეუქცევადი ემიგრაციის პროცესი კი არ გვექნება,ღირსეული ადამიანების, რომელსაც მტერიც და მეგობარიც-პატივისცემით და მოკრძალებით დაუწყებს ურთიერთობას...მტერ-ს ტერ-ბის მიტაცების სურვილი კი აღარ ექნება(!)