"შემდეგ სეზონშიც ლიგა 1-ში ვითამაშებ" - მიქაუტაძემ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
"მეცის" ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ Geo Team-თან საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

23 წლის ფეხბურთელის თქმით, მომდევნო სეზონში კვლავ საფრანგეთის უმაღლეს ლიგაში ითამაშებს.

"გიდასტურებთ, შემდეგ სეზონში კვლავ ლიგა 1-ში ვითამაშებ. ისევ საფრანგეთში დავრჩები, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი, რომელ კლუბში ვიასპარეზებ. ყველაფერი მალე გაირკვევა", - განაცხადა მიქაუტაძემ Geo Team-თან ინტერვიუში.

შეგახსენებთ, გიორგის "მეცი" ლიგა 1-დან ლიგა 2-ში დაქვეითდა. ქართველმა ფორვარდმა გასულ სეზონში ფრანგული კლუბის რიგებში 20 მატჩში 13 გოლის გატანა მოახერხა.

altმიქაუტაძე ნაკრებს შეუერთდა - სანიოლის გუნდი სრულად შეიკრა

altმიქაუტაძემ შეიძლება თურქულ

გრანდში იკარდი შეცვალოს

alt"მინდა "აიაქსში" დაბრუნდეს" - არველაძემ მიქაუტაძეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 10 /
გიორგი მონაკოსთვის კარგი იქნება! თუმცა მთავარია ლიგა 1-ის რომელიმე ფავორიტში ჩაირიცხოს! წარმატებები!
მერაბი
09:43 11-06-2024
0
თუ არ ვცდები საფრანგეთში დავრჩებიო თქვა და არა ლიგა 1-შიო. რა თქმა უნდა მასაც და ჩვენ გვინდა რომ ლიგა 1-ში ითამაშოს.
მეც ვუყურე
20:51 10-06-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული