"კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გაუვალი კედელია..." - ესპანური გამოცემა გიორგი მამარდაშვილის თამაშს ეხმაურება

AutoSharing Option
"ვალენსიასა" და "დორტმუნდს" შორის (3:1) გამართული ამხანაგური მატჩის შემდეგ ცნობილი ესპანური გამოცემა eldesmarque ქართველი მეკარის, გიორგი მამარდაშვილის თამაშს გამოეხმაურა.

"სეზონს ისე იწყებს, როგორც წინა დაასრულა. კითხვის ნიშნებს არ ტოვებს, გაუვალი კედელია".

შეგახსენებთ, "ღამურებმა" ამხანაგური მატჩი "დორტმუნდის" წინააღმდეგ 2 დღის წინ ავსტრიაში გამართა. გიორგიმ მოედანზე 62 წუთი გაატარა და რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია. ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდი მორიგ ამხანაგურ მატჩს დღეს, "სენტ გალენის" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ძალიან მაგარი ბიჭია!
სტუმარი
22 ივლისი 2022 23:38
0
გაიხარე გიორგი. სულ მაგარ ფორმაში იყავი, მთავარია ჯანმრთელად! წარმატებებს გისურვებ.
შენ და კვარაცხელიაა ხართ, რომ ახარებთ უბრალო ხალხს, დიდი მადლობა ორთავეს!
alexandre
20 ივლისი 2022 13:48
1
ამის დისლაიქის დამწერი მანახა ერთი რა როჟაა
skaro
13 ნოემბერი 2022 23:29
0
წარმატებები და წისვლა, მაგარი ბიჭია , ბევრჯერ გაგვახარებს და გვასახელებს კლუბშიც და ნაკრებშიც. მთავარია იშრომოს და ყველაფერი მაგრად იქნება
გიო
23 ივლისი 2022 11:09
0
ყოჩაღ მამარდაშვილს, დიდი იმედი მაქვს ძირითადში დაიმკივიდრებს ადგილს და ამ სეზონში აალაპარაკებს ლა ლიგას. ლა ლიგის ალაპარაკება კი ევროპის ალაპარაკებას ნიშნავს. წარმატება გიორგის.
G.LA
20 ივლისი 2022 12:16
0

სიახლეები პოპულარული