კაშიას გოლი, ჩაკვეტაძის საგოლე პასი - "სლოვანმა" ჩერჩესოვის "ფერენცვაროშს" გასვლაზე სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „სლოვანმა“ სტუმრად „ფერენცვაროში" 2:1 დაამარცხა.

ბუდაპეშტში ძალიან ცხელოდა. კიდევ უფრო ცხელოდა მოედანზე, სადაც სლოვაკურმა გუნდმა მეტოქე დაჯაბნა. მასპინძლები 70-ე წუთზე კრისტოფერ ზახარიასენმა დააწინაურა. 81-ე წუთზე ანგარიში გურამ კაშიამ გაათანაბრა, 73-ე წუთზე შეცვლაზე შესული გიორგი ჩაკვეტაძის პასით კი გამარჯვების გოლი 86-ე წუთზე რუსების მიერ დიდად ნაქებ სტანისლავ ჩერჩესოვის გუნდს ტიგრან ბარსეგიანმა გაუტანა. ძალიან აქტიური იყო აგრეთვე ჯაბა კანკავა, რომელმაც ისევე, როგორც კაშიამ, შეუცვლელად ითამაშა.

ამ გუნდების საპასუხო შეხვედრა 27 ივლისს ბრატისლავაში გაიმართება.

ბუდაპეშტი. „გრუპამა
არენა“

ფერენცვაროში - სლოვანი
გოლები: 1:0 ზახარიასენი (70), 1:1 კაშია (81), 1:2 ბარსეგიანი (86)

კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში „აპოელმა“ ბულგარეთში ფრეს (0:0) მიაღწია „ბოტევთან“. სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ბუბა დაუშვილმა, ხოლო გიორგი ქვილითაია ტრავმირებულია.

მკითხველის კომენტარები / 24 /
Chaudes cherchesovs qartuk somxuri
არა რუსეთს
21 ივლისი 2022 16:33
0
ამასაც გამოაგდება ბათუმი... სამწუხაროა :(
kaxak
21 ივლისი 2022 15:45
4
კიდევ ვამბობ-მოეშვით ამ უაზრო ბაქი-ბუქს, ბათუმის დინამოს სჭირდება პირველ რიგში საშუალო ევროპული დონის მწვრთნელი, თუნდაც ვაისის კალიბრის. გეგუჩაძის საქართველოს ჩემპიონატში ნაჩვენებ შედეგებძე რომ წერთ,ხომ არ გავიწყდებათ რომ ჩვენი ჩემპიონატი სიძლიერით ოფიციალურად 47-ე თუ 48-ეა ევროპაში 53 ჩემპიონატთა შორის. ე.ი. უსუსტესია.ფეხბურთელები კი საშუალოზე დაბალი დონის-აზაროვი,ფლამენიონი დავითაშვილი,მანუჩა, ჩაბრა...მხოლოდ, ეზოს ფეხბურთში რომ იტყვიან-კარგად მატაობენ. სწორედ ამიტომ აირჩია ვაისმა ის ტაქტიკა რომელიც აირჩია-არ მისცა ბათუმს საშუალება კონტშეტევებზე ეთამაშა, რასაც თამაშობს ჩვენს უსუსტეს გუნდებთან შიდა ჩტ-ში.სახემწიფომ და სფფ-იამ გააკეთა ყველაფერი სტადიონის, საიმფორმაციო მხარდაჭერის და ქალაქში საფეხბურთო ატმოსფეროს შესაქმნელად,მაგრამ....არა შეჯდა მწყერი ხესა.............
დრაივა
21 ივლისი 2022 14:58
7
ნაკრების მწვრთნელობა და კლუბის მწვრთნელობა - სხვადასვა კატეგორიაა. გეგუჩაძე რომ იყო ახალგაზრდულის მწვრთნელი, თითქმის ყველა თამაში წააგო, არადა, რა იმედებს ვამყარებდით. ზესტაფონის მწვრთნელი რომ იყო,სულ ლედერებში ჰყავდა გუნდი და ჩემპიონიც გახადა. ბათუმშიც ძალიან კარგად მუშაობს - წაგებისაგან არავინ არის დაზღვეული. ვაისი უფრო საკლუბო მწვრთნელების კატეგორიას მიეკუთვნება. ბევრი ასეთი მაგალითი მოიძებნება მსოფლიოში.
Gura
21 ივლისი 2022 13:26
2
ბათუმს ყველასთან ექნებოდა შანსი, კვარაცხელია რომ ჰყოლოდა ამ შესარჩევებზე. გეგუჩაძეს ყველა გუნდში ეგ პრობლემა ჰქონდა, შეტევაზე კი ათამაშებდა, მაგრამ ფინიშერი ფეხბურთელები არ ჰყავდა და გოლი ვერ გადიოდა. თან დაცვაც რომ არ გივარგა მაშინ, პირიქით, ორჯერ მეტის გატანა გჭირდება რომ მოიგო, ძლივსძლივობით ერთი-ორის შეგდება ვერაფერს უშველის. ასეთი გუნდები ქეცბაიას ტაქტით თუ გაძვრებიან სადმე.
nika
21 ივლისი 2022 12:57
1
ჩაკვემ რა რეიდი გააკეთა ნახეთ? ეს ბიჭი თუ ათამაშდა, სლოვანი კიდევ ბევრს გაამწარებს. სომეხი ბიჭიც ძალიან მომწონს.
გილოცავთ
21 ივლისი 2022 11:05
1
მოეშვით რა ამ სულელურ მარჩიელობებს.ბათუმი ფერენცვაროშს გააგდებდა რომ გასულიყოო.თქვენ ბათუმი მართლა რეალი ან ლივერპული ხომ არ გგონიათ? მეკარე არასტაბილური.დაცვის ცენტრი საშინელება,განაპირა მცველები უკან ჩასვლას ვერ ასწრებენ,ფიზიკა საშინელი.სლოვანთან ბოლოს ძლივს დაბოდიალობდნენ.რატომ გეგონათ რომ სლოვანი უნდა გაეგდო? ან რატომ გგონიათ რომ ლეხს მოუგებთ?ცოტა რეალისტები იყავით.გახადეს რა ბათუმი ბარსელონა
zaza
21 ივლისი 2022 10:13
27
მართალი ხარ! სუბიექტურები უნდა ვიყოთ და გადაჭარბებულად არ შევაფასოთ როგორც ნაკრების და მისი ფეხბურთელების, ასევე ქართული კლუბების შესაძლებლობები. მაგალითად, ინგლისში ვცხოვრობ და აქაური ფეხბურთის შემდეგ, ჩვენი ფეხბურთის დონის შეფასება ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელი. ვისაც ფეხბურთი ესმის ტექნიკურ-ტაქტიკური თვალსაზრისით, დამეთანხმება, რომ ქართული კლუბების და ნაკრების თამაშში უამრავი ხარვეზია, რაც პირველ რიგში, განპირობებულია შემსრულებლების დაბალი დონით!
მიშა
21 ივლისი 2022 11:13
9
კარგ ადგილას მოხვდა მემგონი ჩაკვეტაძე და აბა შენ იცი ეხლა გიო მოუმატე თამაშიდან თამაშამდე!
გიონატ
21 ივლისი 2022 10:09
2
კინაღამ გული გამიჩერდა ბათუმის წაგების გამო, თან ესეთი თამაშის შემდეგ. მაგრამ სლოვენის გამარჯვება ქართველს რატო არ უნდა გაგვიხარდეს ვერ ვხვდები,
1. სლოვანში საქართველოს ნაკრების კაპიტანი, ყოფილი კაპიტანი და ჩაკვე თამაშობს. კაშიამ გაიტანა, ჩაკვემ როგორც იქნა მნიშვნელოვანი ქმედება გააკეთა.მწვრთნელად ვაისია
2. უნგრეთი რუსების ყველაზე დიდი მოკავშირეები ევროპაში, დვალი გაუშვეს და ბოლობოლო ჩერჩესოვია მაგათი მწვრთნელი.
ზურა
21 ივლისი 2022 10:07
3
ორი თამაშიდან ერთში მაინც რომ ყოფილიყო ნორმალური მსაჯობა, ახლა ბათუმი იქნებოდა ფერენცვაროშის გადამვლელი!
ლეო
21 ივლისი 2022 09:06
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული